Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი სირიაზე საჰაერო დარტყმის შესახებ


დონალდ ტრამპი სირიაზე საჰაერო დარტყმის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:15 0:00

დღეს დილით, აშშ-მა სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ჰომსის პროვინციაში მდებარე შეირათის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რომელიც სირიის არმიას ეკუთვნის. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იერიში განხორციელდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით და წარმოადგენდა პასუხს 4 აპრილს, სირიის სამთავრობო ძალების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებით ქალაქ ხან-შეიხუნის დაბომბვაზე, რომლის შედეგად დაიღუპა და დაშავდა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები. ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ოპერაცია იყო პასუხი ამ ქვეყნის არმიის ბარბაროსულ, ქიმიურ თავდასხმაზე და მიზნად ისახავდა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების და გავრცელების აღკვეთას, რაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია.

XS
SM
MD
LG