Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იმედი და იმედგაცრუება რუსი ათლეტების გამო


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი „ვერასოდეს წარმოიდგენდა“, რომ რუს ათლეტებს გაუუქმებდნენ სამუდამო ოლიმპიურ დისკვალიფიკაციას, - განაცხადა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა პრესკონფერენციაზე, რომელიც 4 თებერვალს გაიმართა სამხრეთ კორეაში მდებარე პიონჩანგში. სწორედ პიონჩანგი უმასპინძლებს კარს მომდგარ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. ბახი ამ განცხადებით გამოეხმაურა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს 1 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომლის გამოც „უკიდურესი იმედგაცრუება და გაოცება“ გამოხატა. ასევე 4 თებერვალს გაუძღვა ლიტურგიას რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიდერი, პატრიარქი კირილე, ოლიმპიური თამაშების მონაწილე რუსი ათლეტების დასალოცად. კრემლში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ღვთისმსახურების დროს, სასულიერო პირმა რუსი სპორტსმენების დისკვალიფიკაციას „გლობალურად ორგანიზებული სიცრუის“ ნაწილი უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG