Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარიზის აეროპორტში მოკლეს პირი, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა


საფრანგეთის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, პარიზის აეროპორტში მოკლეს მამაკაცი, რომელმაც ჯარისკაცისათვის იარაღის წართმევა სცადა. ინციდენტი მოხდა ორლის აეროპორტში, რომელიც პარიზში სიდიდით მეორეა. განხორციელდა ევაკუაცია, ხოლო რეისები სხვა აეროპორტებზე გადანაწილდა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიენის განცხადებით, მამაკაცი, რომლის ვინაობასაც საჯაროდ არ ასახელებენ, თავს დაესხა ჯარისკაც ქალს, რის შემდეგაც მას ორმა სხვა ჯარისკაცმა ესროლა. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო ლე რუს ინფორმაციით, თავდამსხმელი უცნობი არ იყო პოლიციისა და დაზვერვის სამსახურებისათვის და აეროპორტში თავდასხმამდე მან, სავარაუდოდ, მანქანა მოიპარა პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში. საქმეს იძიებს პარიზის პროკურატურის ანტიტერორისტული განყოფილება. საფრანგეთში ჯერ კიდევ ძალაშია საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა პარიზში 2015 წლის თავდასხმების შედეგად 130 ადამიანის დაღუპვის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG