Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: დიმიტრი ხუნდაძე


10 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მან ილაპარაკა კანონპროექტზე, რომლის მიზანია ბავშვებისა და მოზარდების დაცვა ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებისგან. დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა როგორც საფრთხეების ტიპები (პრონოგრაფია, საფრთხის შემცველი ქსელური თამაშები, ყალბი ტრანზაქციები და ა.შ.), აგრეთვე ის, თუ როგორ წარმოუდგენია მას, როგორც კანონპროეტის ინიციატორს, საკითხის საკანონმდებლო რეგულაცია. რისკებს შორის დეპუტატი რამდენიმე ჯგუფს გამოყოფს: კონტენტისა და კონტაქტის, სამომხმარებლო და პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებს დაეკისრება სხვადასხვა ვალდებულება და მათ შორის, ფილტრაციის პროგრამების დაყენება, რითაც მეტად დაიცავს მცირეწლოვან მომხმარებელს. დიმიტრი ხუნდაძემ "დილის საუბრებისთვის" მიცემულ იტნერვიუში რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ სახელმწიფო არ აპირებს რაიმე სახით ცენზურის დაწესებას ინტერნეტზე, არამედ ინტერნეტის უფრო უსაფრთხო სივრცედ ქცევა სურს. "ის, რაც კანონდარღვევაა რეალურ სივრცეში, კანონდარღვევაა ვირტუალურ სივრცეშიც", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

20 სექტემბრიდან რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ვმასპინძლობდით 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს. თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი დრო (20 წუთი) ეთმობოდა და ეძლეოდა საშუალება, აუდიტორიისთვის წარედგინა თავისი პრიორიტეტები და პოზიციები ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე: ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობაზე, სოციალური საკითხების მოგვარებაზე, გარემოს დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებასა თუ სატრანსპორტო პოლიტიკაზე. ყველა ინტერვიუს აუდიო და ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა რადიო თავისუფლების ვებსაიტსა და ფეისბუკის გვერდებზე.

XS
SM
MD
LG