Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ბაბუნაშვილი


28 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ბაბუნაშვილი, PMC კვლევითი ცენტრის აფილირებული მკვლევარი. მან ილაპარაკა თბილისის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ. გიორგი ბაბუნაშვილმა ილაპარაკა დღეს არსებულ ინფრასტრუქტურაზე - მის ისტორიაზე, ფუნქციურ დატვირთვაზე და პერსპექტიულ დატვირთვაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა განმარტა ის სირთულეები და რისკები, რომლებსაც ახლა უკვე ქალაქის ცენტრში აღმოჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მუშაობა ქმნის. გამოკვლევაში, რომლის ავტორიც გიორგი ბაბუნაშვილია, განხილულია თბილისში ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე შესაძლო სცენარი. ერთ-ერთად არსებული სიტუაციის შენარჩუნება განიხილება, მეორე არის შემოვლითი რკინიგზის 2009 პროექტი, რომელიც დიდწილად განხორციელებულიც არის. მესამე სცენარია სარკინიგზო გვირაბით ნავთლუღისა და დიდუბის დაკავშირება. მეოთხე ვარიანტად განხილულია ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურის შენარჩუნება და დიდუბე-ნაძალადევის რაიონში დარჩენილი სარკინიგზო ინსფრასტრუქტურის გადატანა ქალაქის პერიფერიულ რაიონებში. გიორგი ბაბუნაშვილი "დილის საუბრებში" ლაპარაკობს თითოეული ვარიანტის ავკარგზე.

გიორგი ბაბუნაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:23:58 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG