Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი კეპულაძე


გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკები"

30 ნოემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საქართველოში სესხების აღების მიმართ და სესხებზე დამოკიდებულების სტატისტიკაზე. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო ორგანიზაცია "კრედიტინფოს" აღმასრულებელი დირექტორი სანდრო გომიაშვილი, რომელმაც განმარტა, რომ მის ორგანიზაციას ინფორმაციას აწვდის ყველა ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების დიდი უმრავლესობა, ინტერნეტგამსესხებლები, სამშენებლო კომპანიები, დისტრიბუტორები და ა.შ.. რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დაცულობას, სანდრო გომიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის დირექტივების შესაბამისად. შარშან წლის ბოლოსთვის "კრედიტინფოშ" თავმოყრილი იყო 16 მილიონი ჩანაწერი, ახლა 22 მილიონი ჩანაწერია. მათი უმრავლესობა დაფარული ვალდებულებებია და ამ დროისთვის აქტიური სესხების რაოდენობა დაახლოებით 5 მილიონია. ეს არის არა მხოლოდ ტიპური საბანკო სესხები, არამედ, მაგალითად, სხვადასხვა კომპანიასთან გაფორმებული განვადებების რაოდენობაც. რაც შეეხება "კრედიტინფოს" ბაზაში არსებული სესხების საერთო თანხობრივ ოდენობას, ის კორპორატიული სესხების ჩათვლით შეადგენს 11 მილიარდ ლარს, საიდანაც ფიზიკური პირების სესხებზე მოდის 7 მილიარდნახევარ ლარზე მეტი. გიორგი კეპულაძის შეფასებით, ჭარბვალიანობის პრობლემა მნიშვნელოვანწილად უკავშირდება არასაბანკო სექტორს, სადაც გაცილებით იოლია სესხის აღება. მეორე საკითხია ის, რომ ამ სექტორის რეგულაციის გამკაცრება თუ მათი საქმიანობის შეზღუდვა არ შეამცირებს იოლად მისაღებ ფულზე მოთხოვნას და დიდი ალბათობით, ამ საქმიანობას ჩრდილში - უფრო უკონტროლო სივრცეში გადაიყვანს. თუკი სესხების რაოდენობის ზრდა ერთი მხრივ საფინანსო ბაზარზე აქტიურობაზე, ფინანსების ხელმისაწვდომობაზე მიანიშნებს, მეორე მხრივ მონაცემების უკან დგას დიდი წილი მცირე სესხებისა, რომელთა უკან ბევრი გადახდისუუნარო, ვალის მქონე მოქალაქე დგას. გიორგი კეპულაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სესხის აღებამდე პერსპექტივის გაანალიზებას, აუცილებლობის განსაზღვრას და ამბობს: "სამი მცდელობის მერე, თუ ბანკი სესხს არ გვაძლევს, ჯობია ეს სესხი საერთოდ არ ავიღოთ".

გიორგი კეპულაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:32 0:00
Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG