Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გიორგი ონიანი


22 თებერვალს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ონიანი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. მან ილაპარაკა გლობალური ანტიკორუფციული კოალიციის - Transparency International-ის მიერ გამოქვეყნებულ "კორუფციის აღქმის ინდექს - 2017"-ზე. რეიტინგში 180 ქვეყანაა შეფასებული. საქართველო 46-ე ადგილზეა 56 ქულით. 2016 წლის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს 57 ქულა ჰქონდა. სომხეთი 35 ქულით 107-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 31 ქულით - 122-ე ადგილზე. რუსეთის ქულ 2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა და 29 ქულით 135-ე ადგილს იკავებს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" შეფასებით, "ბოლო წლების მანძილზე კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიციის უცვლელობა (2017 წელს კი გაუარესება) მიანიშნებს, რომ საქართველოს მიერ მიღწეული გარკვეული პროგრესის შემდეგ, ხელისუფლებამ ანტიკორუფციული ძალისხმევა ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს". გიორგი ონიანმა "დილის საუბრებში" აღნიშნა, რომ მისი ორგანიზაცია კონკრეტულ პრობლემებს ხედავს და სწორედ მათ უკავშირებს სტაგნაციურ მდგომარეობას ქვეყანაში. გიორგი ონიანმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნის საჭიროებას.

გიორგი ონიანი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:20:15 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG