Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან კობერიძე


ლევან კობერიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან კობერიძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

12 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ლევან კობერიძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა "რეპერების საქმესა" და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის კომიტეტის ხედვაა - ნარკოპოლიტიკა იყოს მეტად ჰუმანური და ეს პოლიტიკა დასჯიდან გადავიდეს პრევენციასა და ზრუნვაზე. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვის გამიზნული კანონპროექტის ინიცირება მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი და როგორც უმრავლესობის წევრმა ინტერვიუში აღნიშნა, ასე იყო დაგეგმილი პრემიერ-მინისტრის 10 ივნისის განცხადებამდეც, რომელშიც კვირიკაშვილი პარლამენტს საკითხზე მუშაობის დაჩქარებისა და საშემოდგომო სესიისთვის კანონის მიღებისკენ მოუწოდებს. ლევან კობერიძე აღნიშნავს, რომ ძირეული ცვლილება, რაც კანონპროექტით არის შემოთავაზებული, ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაა. რაც შეეხება, "რეპერების საქმეს" და მათთვის ნარკოტიკების "ჩადების" საკითხის გარკვევას, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის დადგენა: "ჩვენ ხელოვნურად კი არ უნდა დავიცვათ მათი მუნდირი ან მათი ღირსება, არამედ მათ თავიანთი ქმედებებით საზოგადოებასთან ერთად უნდა დაამტკიცონ, რომ არიან ღირსნი სწორედ იმ პოზიტიური დამოკიდებულების, რომელიც ძირითადში აქვს მოსახლეობას მათ მიმართ და ძალიან კარგი იქნება, თუ მსგავსი შემთხვევები, თუკი დადასტურდა, რომ რაიმე გადაცდომას ჰქონდა ადგილი, მათ შორის - ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან სიგნალად იქნება მიღებული სამართალდამცავი ორგანოებისათვის".

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG