Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: მაია ქურციკიძე


11 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა UNICEF-ის ანგარიშზე - "მსოფლიოს ბავშვთა მდგომარეობა 2017 - ბავშვები ციფრულ სამყაროში". ანგარიშის პრეზენტაცია და საქართველოში არსებულ გამოწვევებზე დისკუსია გაიმართება ორშაბათს თბილისში. მართალია, გლობალურ ანგარიშში არ არის აღწერილი კონკრეტულად საქართველოში არსებული ვითარება, თუმცა, მასში გამოკვეთილი გამოწვევები და UNICEF-ის რეკომენდაციები აქტუალურია საქართველოსთვის. საკითხის ერთი მხარეა ის, რომ საჭიროა ინტერნეტი იყოს ხელმისაწვდომი ბავშვებისთვის და მათ უნდა შეეძლოთ მისი გამოყენება ინფორმაციის, განათლების მისაღებად. მეორე მხარე კი ის არის, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული ინტერნეტიდან მომდინარე საფრთხეებისგან (კიბერბულინგი, ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, ციფრული დამოკიდებულება). მაია ქურციკიძემ აღნიშნა, რომ ინტერნეტის უსაფრთხოება არ გულისხმობს მის აკრძალვას და შეუძლებელია ბავშვებს შეუზღუდო ინტერნეტით ინფორმაციის მიღება-გაცვლის, განათლების მიღების საშუალება. სხვა საკითხია, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა სავარაუდო საფრთხეებსა და მათი ამოცნობის უნარი. ამ თვალსაზრისით აქტუალურია უფროსების გათვითცნობიერება არსებული გამოწვევების შესახებ. UNICEF-ის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო მასშტაბით 15-24 წლის ახალგაზრდები ყველაზე მეტად (71%) სარგებლობს ინტერნეტით. მსოფლიო მოსახლეობის ინტერნეტის მოხმარების ზოგადი მაჩვენებელი კი 48%-ია. მაია ქურციკიძემ ილაპარაკა აგრეთვე ინტერნეტპროვაიდერების პასუხისმგებლობაზეც, თუმცა, კერძო სექტორს ის განიხილავს როგორც პასუხისმგებლობის გაზიარების სისტემის ერთ-ერთ კომპონენტს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად UNICEF-ის წარმომადგენელმა დაასახელა განათლების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.

მაია ქურციკიძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:30:35 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG