Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მარიამ გრიგალაშვილი


მარიამ გრიგალაშვილი ექსპერტების გამოკითხვაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:41:41 0:00

22 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) მკვლევარი, თსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი. მან ილაპარაკა GIP-ის მიერ ჩატარებულ ქართველი და უცხოელი ექსპერტების გამოკითხვის შედეგებზე.

მარიამ გრიგალაშვილი "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:31 0:00
Direct link

რამდენიმე ათეულ ექსპერტს შესთავაზეს კითხვარი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს წინაშე არსებულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გამოწვევებს და მათი დაძლევის პერსპექტივას. გამოკითხული ექსპერტების უმრავლესობა თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდება ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება და ეეჭვებათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეძლოს საარჩევნო დაპირებების შესრულება. რესპონდენტთა 78% თვლის, რომ ხელისუფლება ვერ შეძლებს ლარის სტაბილიზაციას. გამოკითხულთა 93% არარეალისტურად აფასებს 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებას. გამოკითხვა შეეხებოდა ოპოზიციური პარტიების წინაშე არსებულ გამოწვევებსაც. ექსპერტები ხელისუფლებას ურჩევენ სრულად გადაერთოს რეფორმების (მათ შორის, არაპოპულარულის) გატარებაზე, "აწარმოოს უკეთესი ფისკალური პოლიტიკა, მეტი ყურადღება გაამახვილოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაზე და უარი თქვას "ლარიზაციის" პოლიტიკაზე".

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG