Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტმა რომში ვიზიტით დაიწყო ევროპული ტურნე


ჰასან როჰანი რომში
ჰასან როჰანი რომში

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ რომში ვიზიტით დაიწყო ევროპული ტურნე - პირველი მოგზაურობა უცხოეთში მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. როჰანის დელეგაციის წევრებს შორის არიან ირანელი ბიზნესმენები, ისევე როგორც ნავთობისა და გაზის მრეწველობის მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები. ხუთდღიანი ტურნე ითვალისწინებს რომსა და პარიზში ვიზიტებს. ისლამური რესპუბლიკა გამოდის საერთაშორისო იზოლაციიდან მას შემდეგ, რაც 16 იანვრიდან შემსუბუქდა მის წინააღმდეგ მოქმედი ეკონომიკური სანქციები, ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG