Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კარლოვი ვარის კინოფესტივალზე საგანგებო პრემია მიენიჭა მარიამ ხაჭვანის ფილმ "დედეს"


ჩეხეთის საკურორტო ქალაქ კარლოვი ვარიში გამართულ კინოფესტივალზე ჟიურის საგანგებო პრემია მიენიჭა ქართველი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის ფილმ "დედეს", რომელიც წარმოდგენილი იყო პროგრამაში "დასავლეთის აღმოსავლეთი". ეს ახალგაზრდა რეჟისორის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. "ფილმით შევეცადე გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი, ფილმი არის სიყვარულზე, თავისუფლებაზე, ტრადიციებზე და სვანეთზე, სვანეთის ლამაზ ბუნებასა და სვანეთში ცხოვრებაზე" - მოკლედ ასე დაახასიათა "დედე" რეჟისორმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში. მარიამ ხაჭვანის ფილმს საქართველოში მაყურებელი ნოემბრიდან იხილავს.

XS
SM
MD
LG