Accessibility links

ზუგდიდში იმსჯელეს ტერიტორიული კონფლიქტების დარეგულირების გზებზე


ენგურის ხიდი

ზუგდიდში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივებზე, ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და მიმდინარე სამუშაოებზე, ასევე არასამთავრობო სექტორის მუშაობის შედეგებსა და მნიშვნელობაზე დისკუსია მოეწყო. შეხვედრა „მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:43 0:00
Direct link

ცენტრის გამგეობის თავმჯდომარის ელიკო ბენდელიანის თქმით, ისინი პროექტის „ახალგაზრდები მშვიდობისთვის სამხრეთ კავკასიის ფარგლებში“ სხვადასხვა სამშვიდობო აქტივობას ახორციელებენ, ხვდებიან რეგიონებში მოსახლეობას, რათა გაიგონ მათი აზრი კონფლიქტის მოგვარებისა თუ ამ მხრივ არსებული პრობლემების შესახებ:

ელიკო ბენდელიანი
ელიკო ბენდელიანი

„გვაქვს სხვადასხვა ტიპის აქტივობა - ბანაკები, მრგვალი მაგიდები, სემინარ-დისკუსიები, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ასევე სომხეთიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იღებენ ახალგაზრდები მონაწილეობას. ჩვენ უკვე მესამე წელია ყოველწლიურად ზუგდიდში ჩამოვდივართ. ვხვდებით ახალგაზრდებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ვისაც აინტერესებს სამშვიდობო თემატიკა, რათა ვიმსჯელოთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით“.

კავკასიური სახლის დირექტორმა გიორგი კანაშვილმა აფხაზეთსა და ცხინვალთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ნდობის აღდგენის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლებას ბევრი მანევრის განხორციელების შესაძლებლობა არა აქვს, რადგან გაყოფილ საზოგადოებებს შორის საოკუპაციო ძალა დგას.

პრინციპში, რაღაც პოზიტიური დინამიკა არის. მეორე მხრივ, სულ უფრო და უფრო პრობლემდება ე.წ. საზღვრის კვეთის საკითხი. ძალიან ბევრი ადამიანია ამ მიზეზით დაპატიმრებული...
გიორგი კანაშვილი

მისი თქმით, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აქვს გარკვეული შედეგები, მაგალითად, უფრო მეტი ადამიანი გადმოდის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სერვისის მისაღებად:

„როგორც იცით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადმოდის იგივე აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. ისინი იღებენ სხვადასხვა სამედიცინო დახმარებას საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში. გადმოდიან ადამიანები, რომლებიც, უბრალოდ, სავაჭროდ მოდიან. ფიქსირდება ოსების შემთხვევაში ისეთი შემთხვევებიც, როცა ისინი დასასვენებლად გადმოდიან. ეს აჩვენებს, რომ, პრინციპში, რაღაც პოზიტიური დინამიკა არის. მეორე მხრივ, სულ უფრო და უფრო პრობლემდება ე.წ. საზღვრის კვეთის საკითხი. ძალიან ბევრი ადამიანია ამ მიზეზით დაპატიმრებული“.

გიორგი კანაშვილი
გიორგი კანაშვილი

კავკასიური სახლის დირექტორის თქმით, ის დროდადრო ხვდება აფხაზებს, რომლებიც ეუბნებიან, რომ საქართველოს მხრიდან არასამხედრო დაპირისპირების, არამედ „მშვიდობის წაგების“ ეშინიათ, რაც ყველა იმ სამშვიდობო პროექტს გულისხმობს, რასაც თბილისი ახორციელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატზეც გაამახვილეს ყურადღება. აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით არის მცირე წარმატებები. მათ შორის გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ შეხვედრის აღდგენა დასახელდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG