Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუბა ემშვიდობება ფიდელ კასტროს

კუბელები ემშვიდობებიან თავიანთ მრავალწლიან ლიდერს, ფიდელ კასტროს. 90 წლის კასტროს სიკვდილის ამბავი 26 ნოემბერს გამოაცხადეს.

კუბაში ცხრადღიანი გლოვაა. დედაქალაქ ჰავანის რესპუბლიკის მოედანზე ხალხი პატივს მიაგნებს კუბის რევოლუციის სულისჩამდგმელს.

კუნძულზე ხელისუფლების მოპოვების შემდეგ, 1959 წლიდან, კასტრო თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მართავდა ქვეყანას, რომელმაც კომუნისტური ორიენტაცია აირჩია.

29 ნოემბერს ფიდელ კასტროს ხსოვნის პატივსაცემად კუბაში უცხოეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს ელიან.

This item is part of
XS
SM
MD
LG