Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისის შენარჩუნებისათვის საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა


საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფლად ქუთაისის შენარჩუნებისათვის საინიციატივო ჯგუფი შექმნეს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა. მათი გააქტიურება უკავშირდება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში არსებულ მოსაზრებას, რომ საქართველოს ახალი კონსტიტუციით აღარ იყოს განსაზღვრული პარლამენტის კონკრეტული ადგილსამყოფელი. კონსტიტუციის დღევანდელი რედაქციით, კერძოდ, 48-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი ქუთაისი და მისი დროებით შეცვლა სხდომის ან სესიის მოწვევის მიზნით დასაშვებია მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG