12 საათის მონაცემებით, გორის 32-ე საარჩევნო ოლქში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 14404-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 13,07 პროცენტია. სულ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია 110 174 ამომრჩეველი. გახსნილია 105 საარჩევნო უბანი. გორის მერობის პოსტისთვის კენჭს იყრის ცხრა კანდიდატი, ხოლო პროპორციული სიებით წარმოდგენილია 13 პოლიტიკური სუბიექტი. გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია ერთი საჩივარი. 90 -ე საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა უბნის თავმჯდომარის დაგვიანებით გამოცხადების გამო. როგორც გოგა აფციაური გვატყობინებს, გორში არჩევნები ჯერჯერობით მშვიდად მიმდინარეობს.
დღის 12 საათისთვის მარნეულის 22 საარჩევნო ოლქში 14 900 ამომრჩეველი მივიდა. ოლქის თავმჯდომარის, იოსებ ასანიძის თქმით, ეს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 15 პროცენტია, - გვატყობინებს დავით მჭედლიძე.
21 ოქტომბრის, დღის 12 საათისთვის, საქართველოს მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 16,5%. ცესკოს მონაცემებით, შუადღისთვის, ქვეყნის რეგიონებს შორის აქტივობა ყველაზე მაღალი, 27,9% იყო რაჭა-ლეჩხუმში და ყველაზე დაბალი - 13,9% შიდა ქართლში.
ჩართვა საარჩევნო მედიაცენტრიდან. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის ბრიფინგი.