Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

18:51 19.4.2013
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დასრულდა აქცია, რომელსაც ესწრებოდნენ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, პარლამენტის დეპუტატებმა და სხვებმა.
18:29 19.4.2013
ვარდების მოედანზე რეგიონებიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ადამიანები კვლავ გამოჩნდნენ. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:28 19.4.2013
თითქმის ცარიელ ვარდების მოედანზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებით სავსე ავტობუსი გამოჩნდა. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:27 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს ეჭირა პლაკატი, რომელზეც ეწერა: ბიძინა წმინდანია. მას ჩამოართვეს პლაკატი და არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება. - იტყობინება სესილი ბოჭოიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG