Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

16:18 19.4.2013
ნაციონალური მოძრაობის რეგიონებიდან ჩამოსულ მხარდამჭერებს, რომლებიც ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ, მოძრაობის შეფერხება არ გამოუწვევიათ. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:14 19.4.2013
სამტრედიიდან ჩამოსული დემონსტრანტები ვარდების მოედნიდან ყოფილი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:13 19.4.2013
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და მხარდამჭერებს აქციაზე უკვე შეუერთდნენ პარლამენტის წევრები: გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძე და მარიამ საჯაია. - იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
16:07 19.4.2013
''საქართველო - ევროპაში და არც რუსეთს ვეტვით უარს მშვიდობიან ურთიერთობაზე'', - ასე გვიპასუხეს რუსთაველის გამზირზე სუპერმარკეტ ”სმარტთან” შეკრებილმა ადამიანებმა, რომლებიც მოგვიანებით აქციის ეპიცენტრისკენ დაიძრნენ. როგორც მათ აღნიშნეს, ისინი თბილისის წარმომადგენლები არიან. - იტყობინება სალომე აბრალავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG