Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

17:35 19.4.2013
აქციაზე გამოჩნდა პარლამენტის დეპუტატი კობა სუბელიანი. ის ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევს. - იტყობინება მარგო ჯაფარიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:32 19.4.2013
გიორგი ვაშაძის გამოსვლა რუსთაველის გამზირზე

17:31 19.4.2013
რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა საზოგადოებრივი კავშირი "დროა", რომლის წევრები, ორგანიზაციის დროშით და მაისურზე წარწერით "დროა ნატოში", პარლამენტის ყოფილი შენობისკენ მიემართებიან. - იტყობინება სესილი ბოჭოიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

.
17:30 19.4.2013
''ჩვენი აქ მოსვლის მიზანი არის, რომ კურსი შეიცვალოს დასავლეთისკენ, არ გვინდა რუსეთი და მისი აგრესია'', განაცხადა აქციის მონაწილემ სამტრედიიდან. - იტყობინება ანა ბარბაქაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG