17:56
19.4.2013
რუსთაველის გამზირზე ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი მოვიდა. იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:54
19.4.2013
აქციის მხარდასაჭერად მისულ ახალგაზრდებს აცვიათ მაისურები. წინა მხარეს აწერიათ „19 აპრილი“, უკანა მხარეს - „ძალა ერთობაშია!“ იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:53
19.4.2013
შუახნის მამაკაცს ხელში უჭირავს პლაკატი წარწერით: Any Country but Russia! იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
17:53
19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე იმყოფებიან დეპუტატი გიორგი კანდელაკი და იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კოტე გაბაშვილი. - იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).