18:03
19.4.2013
”აქ იმიტომ ვართ, რომ უკეთესი ცხოვრება, სამუშაო, მშვიდობა და ევროპა გვინდა, განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. - იტყობინება ანა ბარბაქაძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:06
19.4.2013
აქციაზე მისულმა ხალხმა ყოფილი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია კინო "რუსთაველიდან" ქაშუეთამდე შეავსო. იტყობინება მარგო ჯაფარიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:10
19.4.2013
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს ტრიბუნაზე დგანან: ჟურნალ ”ტაბულის” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, პარლამენტის დეპუტატები: გიგი წერეთელი, გოკა გაბაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, ასევე - კობა ხაბაზი, ლევან თარხნიშვილი, ლელა ოჩიაური და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი. - იტყობინება მარგო ჯაფარიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:12
19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის მონაწილეები ჰიმნს უსმენენ. - იტყობინება სოფო ლაგვილავა (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).