Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია
ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია

პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი საპროტესტო აქციიდან

პირდაპირი ტექსტური რეპორტაჟი, ასევე ვიდეო და ფოტომასალა ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქციიდან. ჩვენი კორესპონდენტები იტყობინებიან.

18:26 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ. - იტყობინება სესილი ბოჭოიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:27 19.4.2013
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე ერთ-ერთ მოქალაქეს ეჭირა პლაკატი, რომელზეც ეწერა: ბიძინა წმინდანია. მას ჩამოართვეს პლაკატი და არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება. - იტყობინება სესილი ბოჭოიძე (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:28 19.4.2013
თითქმის ცარიელ ვარდების მოედანზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებით სავსე ავტობუსი გამოჩნდა. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).
18:29 19.4.2013
ვარდების მოედანზე რეგიონებიდან აქციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოსული ადამიანები კვლავ გამოჩნდნენ. - იტყობინება ელისო გაზდელიანი (რადიო თავისუფლების მედიასკოლა).

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG