Accessibility links

მექსიკაში პიროტექნიკის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაიღუპა 31 კაცი


31 კაცი დაიღუპა და რამდენიმე ათეული დაშავდა მექსიკაში, საახალწლო პიროტექნიკის ბაზრობაზე 20 დეკემბერს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. დედაქალაქ მეხიკოდან 30-იოდე კილომეტრის დაშორებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილ სან-პაბლიტოს ბაზრობას ცეცხლი შუადღისას მოედო, როცა ბაზრობა ხალხით იყო სავსე. აი, რა უთხრა როიტერის სააგენტოს კორესპონდენტს ერთ-ერთმა თვითმხილველმა: 2105 „ტუალეტების მახლობლად ვიდექით, როცა დახლების რიგის ბოლოს აფეთქება მოხდა. ამას ერთმანეთის მიყოლებით მოჰყვა აფეთქებების მთელი სერია. ბევრი წაიქცა. ატყდა აქეთ-იქით სირბილი. მერე ზემოდან ბეტონისა და აგურის ნატეხები ჩამოცვივდა.“ ცეცხლის ალი მოედო ჯიხურებსა და გარშემო მდებარე შენობებს, რამაც დაბრკოლებები შეუქმნა სახანძრო სამსახურს. ამავე ბაზრობაზე ხანძარი 2005 და 2006 წლებშიც გაჩნდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG