Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისში


ქუთაისში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებით, წლებია, არავის უსარგებლია. ეს გადასასვლელი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტის, წინ მდებარეობს, თუმცა, მრავალი წელია, იქ არავინ ჩასულა. აქაურობას მხოლოდ ნაგვის დასაყრელად და საპირფარეშოდ იყენებენ. უფრო დიდი მიწისქვეშა გადასასვლელია ეგრეთ წოდებულ „სტეკლოტარასთან“. გზაჯვარედინის ქვეშ არსებულ გადასასვლელს მხოლოდ ტუალეტისთვის იყენებენ. ფეხით მოსიარულეები მიწისქვეშა გადასასვლელით იქ არსებული ანტისანიტარიისა და მძაფრი სუნის გამო ვერ სარგებლობენ. მათ ქუჩის გადაჭრა ხშირად სახიფათო მდგომარეობაშიც უწევთ. მიწისქვეშა გადასასვლელები ქუთაისის მერიის საკუთრებაა. როგორც მერიაში აცხადებენ, იგეგმება აღნიშნული გადასასვლელების მოწესრიგება და იჯარით გაცემა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG