Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2016 წლის ბიუჯეტის პარამეტრები ცნობილია


2016 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე პარლამენტშია. ასე რომ, მთავრობა ბიუჯეტზე მუშაობას პარლამენტთან ერთად განაგრძობს. დეპუტატები, პირველ რიგში, მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვის გრაფიკს შეადგენენ, საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში კანონპროექტისგანხილვის შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანო - სავარუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში - მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს.

ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები მომავალი წლისთვის უკვე განსაზღვრულია. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტთან დაკავშირებულ დეტალებზემიმდინარე წლის 23 სექტემბერსმთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 3 %-იანი ზრდის მაჩვენებელზე, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 3 %-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებულია ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლების ფარგლებში - დაახლოებით, 4-4,5 პროცენტი. ეკონომიკა 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

როგორც ცნობილი გახდა, ბიუჯეტის ახალი პროქტის მიხედვით, ძირითად პრიორიტეტებად კვლავ სოციალური მიმართულება და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება რჩება. შესაბამისად, იზრდება სოციალური მიმართულებების დაფინანსება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი სამ მილიარდ ორას მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც ითვალისწინებს გაორმაგებული ჯანდაცვის ხარჯებსა და საპენსიო მომსახურებას. როგორც ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იუწყება,მთავრობა ასევე აგრძელებს სერიოზულ მუშაობას დამატებითი რესურსებისა და სახსრების მოსაზიდად განათლების სექტორში, რადგანგანათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. გაგრძელდებადა განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დაწყებული ინფრასტრუქტურულიპროექტების განხორციელებასაც. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით აღსანიშნავიაახალი გზების, წყალმომარაგების სისტემებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული სამუშაოებისათვის მიმდინარე წელს მილიარდი ლარის გამოყოფა იგეგმება, ხოლო 2016 წლის ბიუჯეტის ამ სახის ხარჯებთან დაკავშირებული დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელსაც მინისტრი ახმაურებს, არის ის, რომმომავალ წელს, პირველად საქართველოში, საშემოსავლო გადასახადის დიდი ნაწილი დარჩება ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები, დაახლოებით, 8,5 მილიარდი, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და ხარჯები კი 9,9 მლრდ ლარი იქნება.

რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების უახლეს მონაცემებს, ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს გასული თვის დასაწყისშიწარუდგინა. მისი ინფორმაციით, 2015 წლის იანვაrრაგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა 5 მილიარდ 151 მილიონ 200 ათასი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 66 % და9 თვის გეგმის 89%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ, დაახლოებით, 11%-ით, აღემატება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა2015 წლის იანვარ-აგვისტოში, ჯამში, 6 მილიარდ 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 823 მილიონი ლარით აღემატება და 9 თვის გეგმის 87%-ია. გადასახდელებს რაც შეეხება, იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები, ჯამში, 6 მილიარდ 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83%-ია. იანვარ-აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი, 2014 წლის იმავე პერიოდთან შედარებით. სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე დახარჯულია უკვე 900 მილიონი ლარი, რაც 32%-ით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება 188 მილიონ ლარს შეადგენს. ფონდიდან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამოყოფილია 390 მილიონი ლარი, მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი კიმილიარდ 260 მილიონი ლარით განისაზღვრება.

რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და მისი შესრულების ანგარიშვალდებულების მაჩვენებელზეც, რომელსაც ორგანიზაცია ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობა (The International Budget Partnership) იკვლევს. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2015-ის“ (Open Budget Survey 2015) მიხედვით, საქართველომ მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის, 66 ქულით, მე-16 ადგილი დაიკავა. 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, საქართველომ პოზიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა (2012 წლის ინდექსის თანახმად, 33-ე ადგილს ვიკავებდით). აღნიშნული კვლევა და ღია ბიუჯეტის ინდექსის დადგენა ხორციელდება 2-3 წელიწადში ერთხელ, შესაბამის ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, და შეისწავლის მთავრობის მიერ საჯარო ფინანსების მართვის სისტემას ბიუჯეტის გამჭვირვალობის, საბიუჯეტო პროცესში მხარეთა ჩართულობისა და ბიუჯეტის მართვაზე ზედამხედველობის მიმართულებით. წელს რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა ახალი ზელანდია, რომელმაც 100 ქულიდან 88 ქულა მიიღო. მეორე პოზიციაზეა შვედეთი, შემდეგ -სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ნორვეგია და აშშ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG