Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გელა კვაშილავა


6 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გელა კვაშილავა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტის შესახებ. გელა კვაშილავამ ყურადღება გაამახვილა საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა ასპექტზე - ინფრასტრუქტურის სწორად დაგეგმვაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, ქვეითების უსაფრთხოებაზე, ქალაქის დატვირთული უბნების ფუნქციურ განტვირთვაზე. "დილის საუბრების" სტუმარმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოებაზე კოორდინირებულად ზრუნავდეს ყველა სახელმწიფო უწყება.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG