Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სამშვიდობო ინიციატივა გააცნეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა დღეს დაწვრილებით გააცნო არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და იმ სპეციალისტებს, რომლებიც კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე მუშაობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ახლო მომავალში ინიციატივის მხარდამჭერი განცხადების მიღებას აპირებს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ინიციატივასთნ დაკავშირებით არაერთი კითხვა დასვეს.არ არის მოლოდინი, რომ ახლო მომავალში სამშვიდობო ინიციატივით დიდი პოლიტიკური გარღვევა მოხდება, მაგრამ ეს ინიციატივა, პირველ რიგში, ჰუმანიტარულ მიზნებს ემსახურება. პროფესორი ნაირა ბეპიევა მიიჩნევს, რომ სამშვიდობო ინიციატივის შესახებ როგორც ქართული, ისე ოსური და აფხაზური საზოგადოებების მაქსიმალური ინფორმირება უნდა მოხდეს.

სახელმწიფი მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა თანამშრომლობა, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, როგორც საქართველოს, ასევე გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრები საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.

„განვითარების და დემოკრატიის“ ცენტრის წარმომადგენელი მიხეილ მირზიაშვილი მიიჩნევს, რომ აქამდე სახელმწიფოს სამშვიდობო პროცესის შესახებ კომპლექსური მიდგომა არ ჰქონდა, ახალ ინიციატივაში კი ეს ყველაფერი იკითხება და, გარდა ამისა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ვალდებულებასაც უპასუხებს.

ზურაბ ბენდიანიშვილი, ხელმძღვანელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისთვის“, ამბობს, რომ ზოგიერთი ადამიანის სკეპტიციზმი ახალ ინიციატივასთან მიმართებით მისთვის გასაგებია, მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ინიციატივას აუცილებლად ექნება შედეგი.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ სავაჭრო და ადამიანური ურთიერთობები ყველა ბარიერს ანგრევს და ის სპეკულაცია, რაც ჩრდილოელი მეზობლისგან მოდის, არც საზოგადოებას და არც მთავრობას არ უნდა აშინებდეს.

სახელმწიფი მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა თანამშრომლობა, სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, როგორც საქართველოს, ასევე გამყოფი ხაზების მიღმა მცხოვრები საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით.

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე წარადგინა. ინიციატივა სამი ძირითადი პუნქტისგან შედგება:

პირველი - გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით. ინიციატივის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გავლით ვაჭრობასთან დამაკავშირებელი ინდივიდუალური და საერთო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა და წახალისება.

მეორე - ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

მესამე - ისეთი მექანიზმის შექმნა, რომლითაც გამარტივდება წვდომა იმ სიკეთეებსა და სარგებელზე, რომელიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე, უკვე ხელმისაწვდომია საქართველოს მოაქალაქეებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG