Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო აფართოებს თავის მისიას ეგეოსის ზღვაში

მიგრანტები ეგეოსის ზღვაში
მიგრანტები ეგეოსის ზღვაში

ნატომ განაცხადა, რომ ეგეოსის ზღვაში თავის მისიას აფართოებს, რათა შეჩერდეს თურქეთიდან საბერძნეთსა და შემდეგ ევროპისკენ მიგრანტთა არალეგალური გადაყვანა. "ასოშიეიტედ პრესს" მოჰყავს ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვები, რომ ალიანსი იმოქმედებს თურქეთის და საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში, სადაც ათეულ ათასობით მიგრანტი გადაჰყავთ კონტრაბანდისტებს ევროპაში, და სადაც უკვე მყოფ ხომალდებს დაემატება კიდევ სამი. ეს განცხადება გავრცელდა ევროკავშირის სამიტის წინ, რომელზეც ევროკავშირს ლიდერები შეეცდებიან თურქეთი დაიყოლიონ, საბერძნეთიდან უკან გაბრუნებული ეკონომიკური მიგრანტების დიდი რაოდენობა მიიღოს. 2016 წლის დასაწყისიდან თურქეთიდან საბერძნეთში ზღვის გზით მოხვედრის მსურველთა შორის 400 ადამიანი დაიღუპა. თურქეთის მედიის თანახმად, 6 მარტს 18 მიგრანტი დაიხრჩო, როცა მათი გემი ჩაიძირა.

This item is part of
XS
SM
MD
LG