Accessibility links

ომის პირველი დღის ქრონიკა და ქართული გულუბრყვილობა


გორი, 2008 წლის 9 აგვისტო

2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ ორმხრივი, რუსულ-ქართული დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს გამოიღებდა და ესკალაცია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ისევე ჩაცხრებოდა, როგორც 2004 წლის ზაფხულში.

Direct link

"ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას", - განაცხადა 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

რადიო თავისუფლების არქივში დაცული, რვა წლის წინანდელი ეს და სხვა ოფიციალური განცხადებები აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ 7-8 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლება არ ფლობდა ინფორმაციას იმაზე, თუ რას აპირებდა მოსკოვი და რა ხდებოდა რეალურად ცხინვალში, რომელიც 8 აგვისტოს ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს ქართული ჯარის მიერ აღებული ეგონა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG