Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები


პრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე

საქართველოს პრეზიდენტმა 27 იანვარს შეიწყალა „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. „იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 16 მაისს სცნო დამნაშავედ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ მათ ბრალს, გაფლანგვას, კვალიფიკაცია შეუცვალა და ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია - რამაც სასჯელის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია.

საპატიმრო დატოვა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულმა, თავდაცვის სამინისტროს ხუთმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა - მას შემდეგ, რაც მათი შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის აზრით, პროკურატურამ პროცესის ვერც ერთ ეტაპზე ვერ შესძლო ბრალის სათანადოდ დასაბუთება, რასაც სხვადასხვა ეტაპზე არაერთი მწვავე შეფასება მოჰყვა, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. საპატიმრო დატოვეს გიზო ღლონტმა, ნუგზარ კაიშაურმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ და დავით წიფურიამ. 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ მათ ბრალს, გაფლანგვას, კვალიფიკაცია შეუცვალა და ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია - რამაც სასჯელის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია. მანამდე, 2016 წლის 16 მაისს, ისინი თბილისის საქალაქო სასამართლომ სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG