Accessibility links

“ქალთა ოთახი” –  ახალი მუნიციპალური სერვისი კახეთში


“ქალთა ოთახის” პრეზენტაცია

“ქალთა ოთახი” – კახეთში ახალი მუნიციპალური სერვისი იქმნება. ბიბლიოთეკა, სპეციალურად მოწყობილი კუთხე ბავშვებისათვის, ინტერნეტმომსახურება და საკონფერენციო დარბაზი - ასეთი უნდა იყოს ქალთა ოთახები რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში. ასეთი ოთახები ფუნქციონირებას წლის ბოლოდან დაიწყებს.

შვეიცარიის მთავრობის ფინანსური დახმარებით და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში “ქალთა ოთახი” იქმნება. პროექტის პრეზენტაცია თელავში, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გაიმართა. ორგანიზაცია „ჰექს ეპერის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონალური დირექტორის, ნანა თოფურიძის, თქმით, “ქალთა ოთახი” იქნება ღია სივრცე, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში და გაზარდოს ან წაახალისოს ქალებისა და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ფიზიკურად ყველა მუნიციპალიტეტში იქნება გახსნილი ერთი ოთახი, რომელიც გარემონტდება პროექტის მიერ და ამ ოთახების სამართავად იქნება აყვანილი სპეციალური თანამშრომელი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქმიანობაზე და ქალების ჩართულობაზე ამ პროექტში“.

ცალკე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ოთახების ფუნქციონირებას იმ ჯგუფებისათვის, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ პრობლემა...
ირაკლი ქადაგიშვილი

ორგანიზაცია „მერსი ქორის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის, ირაკლი ქასრაშვილის, განცხადებით, „ქალთა ოთახი” - ასეთი სერვისი -საქართველოს ქალაქების ნაწილში უკვე რამდენიმე წელია არსებობს და ახლა პროექტი ფართოვდება.

„უკვე შექმნილია ქალთა 19 ოთახი საქართველოს სამ რეგიონში. ძირითადი ფუნქცია ეს არის, რომ დაეხმაროს ქალბატონებს მუნიციპალიტეტებიდან მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია; ამავე დროს, პარალელურად, დაეხმაროს მათ, რომ უფრო მეტად ჩართულნი იყვნენ მუნიციპალიტეტის საქმიანობაში. ასევე მოხდება ქალების ჩართვა სახელმწიფო და არასახელმწიფო პროექტებში“.

პროექტის იდეა საერთაშორისო ორგანიზაცია „კავკასიის ალიანსების პროგრამას“ ეკუთვნის. მის განხორციელებაში ადგილებზე თვითმმართველობის ორგანოებიც არიან ჩართული. „ქალთა ოთახებისთვის“ ფართი მუნციპალიტეტებმა გამოყვეს, სადაც ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ოთახების ვიზიტორებს შეეძლებათ კომპიუტერითა და ინტერნეტით, საბავშვო კუთხით, სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად საჭირო სივრცით, ბიბლიოთეკითა და სხვა მომსახურებით ისარგებლონ.

ცალკე ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ ოთახების ფუნქციონირებას იმ ჯგუფებისათვის, რომლებსაც უფრო მეტად აქვთ პრობლემა. ეს ეხება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს, რომლის შემთხვევაშიც შეიძლება იყოს ენის პრობლემა და არცოდნა მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს რა ფორმით და როგორ მიმართონ, როგორ დააყენონ თავიანთი პრობლემები“.

პროექტის იდეა მოსწონთ ქალებს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფონაში მცხოვრები მზევინარ გოგიტიძე ამბობს, რომ ქალების გააქტიურება მნიშვნელოვანი და აუცილებელია:

პრობლემებზე ქალებმა უფრო მეტი ვიცით, ვიდრე კაცებმა. ამიტომ მეტი უნდა იაქტიურონ ქალებმა. ზოგს, ალბათ, ვიღაცის ან რაღაცის ეშინია. ყველა ქალი ამბობს, რომ უნდა იაქტიურონ, მაგრამ ამას ვერ ახერხებენ. ჩემი სამეზობლოც და მეგობრებიც ასე ფიქრობენ“.

ამჟამად კახეთის მუნიციპალიტეტებში „ქალთა ოთახების“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ პროექტი სრულყოფილად მიმდინარე წლის ბოლოდან იმუშავებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG