Accessibility links

რესპუბლიკელები ცივად შეხვდნენ ტრამპის გეგმას საგარეო დახმარების შემცირებასთან დაკავშირებით


სენატორი ლინდსი გრემი

კონგრესის რესპუბლიკელი წარმომადგენლები ცივად შეხვდნენ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადებას საგარეო დახმარებისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირების შესახებ.

„ბიუჯეტი ადგილზე რჩება“ - განაცხადა სენატორმა ლინდსი გრემმა, სენატის დიპლომატიურ და საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელი ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ. „თუ ბიუჯეტს ამ ფორმით განვახორციელებთ, მოგიწევთ დაშორდეთ მსოფლიოს და საფრთხის წინაშე დააყენოთ მრავალი ადამიანი“ - განაცხადა გრემმა.

ტრამპის წინადადების თანახმად, 2018 წელს 32%-ით, ანუ დაახლოებით 19 მილიარდი დოლარით, უნდა შემცირდეს შეერთებული შტატების დიპლომატიისა და საგარეო დახმარების დაფინანსება. ფინანსური დახმარების შემცირების სამიზნედ ძირითადად იქცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი ხარჯები, რაშიც არ იგულისხმება ნატო.

2017 წელთან შედარებით, ასევე განახევრდება საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. „მზარდი საფრთხეების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც ვდგავართ, კი არ უნდა შევამციროთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ანტიტერორისტულ, ჰუმანიტარულ და სამართლებრივი დაცვის პროგრამებს“ - აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ, ედვარდ როისმა. თვით გაეროში ტრამპის საკუთარმა წარმომადგენელმა, ნიკი ჰეილიმაც კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გეგმა კონგრესის მხარდაჭერას ვერ დაიმსახურებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG