Accessibility links

​როგორ დახვდება სეტყვას „დელტა“?


“დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

მიმდინარე წელს კახეთში პირველი სეტყვა უკვე მოვიდა, მაგრამ, მცირე მასშტაბების გამო, არავინ დაუზარალებია. თუმცა მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია წინა წელს იხსენებს, როცა, მათი თქმით, ზარალი დიდი იყო. შესაბამისად, აინტერესებთ, „რატომ იხარჯება სოლიდური თანხები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობისთვის, თუკი შედეგი არ არის“. განსხვავებულად ფიქრობენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ​როგორ დახვდებაწელს სეტყვას „დელტა“?

please wait

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00
Direct link

კახეთში მარცვლეული კულტურები ითესება. ყვავილობის პროცესშია ატმის, ბლის, ალუჩისა და სხვა მრავალწლიანი ხილის ბაღები. ვაზმა კვირტიც გამოიტანა. შესაბამისად, სტიქიის შემთხვევაში, სეტყვას მოსახლეობისთვის ზარალის მიყენება უკვე შეუძლია. კახეთში სეტყვა ყველაზე ხშირად მოდის გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ამიტომ 2015 წელს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას“ მიერ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დამონტაჟდა. სისტემის შექმნის მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა.

„დელტას“ წარმომადგენლებს ველაპარაკე და განმარტება მომცეს, რომ, თუ თელავის აეროპორტიდან პატარა ან დიდი თვითმფრინავი არის ცაში, არა აქვთ უფლება გაისროლონ და, შესაბამისად, ეს დაგვიანებებიც ამის გამოა...
ნიკა გეთიაშვილი

იცავს თუ არა რეალურად მოსახლეობას სტიქიისგან 80 ერთეული სარაკეტო გამშვები დანადგარი, რომელიც რეგიონის სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული? - ეს არის შეკითხვა, რომელზე პასუხიც სხვადასხვაგვარია.

მაგალითად, ოპოზიცია თვლის, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა მოსახლეობას სტიქიისგან ვერ იცავს. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სიღნაღში გიორგი ბაბაკიშვილი ამბობს, რომ თუ გასულ წელს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ სისტემამ ვერ გაამართლა:

„ძალიან ცუდად იმუშავა, იმიტომ რომ წინა წელს 70 პროცენტით დაისეტყვა სოფლები: ძველი ანაგა, ტიბაანი, ჯუგაანი და ბოდბისხევის ნაწილი სრულად. დაისეტყვა ვენახები და ნათესი კულტურები. იმ დროს ისვრის, როცა სეტყვა წამოსულია და ასე აღარ შველის. მანამდე უნდა მოხდეს ღრუბლის დაშლა, ვიდრე სეტყვა ჩამოყალიბდება და რისთვისაც არის შექმნილი სისტემა“.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობაზე შეკითხვები აქვთ გლეხებსაც. 2017 წლის გაზაფხულზე დაზარალებულ ლიანა დევდარიანს აინტერესებს, რატომ არ ირთვება სისტემა მაშინ, როცა სტიქიაა:

„იმხელა სეტყვის საწინააღმდეგო რომ დადგეს, რატომ, თუკი თავის დროზე არ გამოიყენებენ?! როდის იყო, იანვარში სეტყვა მოდიოდა?! ახლა არ გამოუყენებიათ და მერე რაღად გვინდა, როცა დაისეტყვება მოსავალი?!“

ოპოზიციისა და მოსახლეობის ნაწილისგან განსხვავებით,სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მუშაობა მოსწონს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა გეთიაშვილს. ნიკას თქმით, 3 თვის წინ, ვიდრე ამ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, მას მოსავალი მოჰყავდა და გასულ წელს რამდენჯერმე სტიქია თავიდან იქნა აცილებული:

„შარშან გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოთხჯერ იყო ჩვენს ადგილებში სეტყვა. პირველად კიდაგვაზარალა, მაგრამ მეორედ და მესამედ სველი სეტყვა წამოვიდა, რასაც ზარალი არ მოჰყოლია. ეს სისტემა ეფექტური რომ არ ყოფილიყო, 30 პროცენტის მაგივრად, 90 პროცენტით დავისეტყვებოდით. მე „დელტას“ წარმომადგენლებს ველაპარაკე და განმარტება მომცეს, რომ, თუ თელავის აეროპორტიდან პატარა ან დიდი თვითმფრინავი არის ცაში, არა აქვთ უფლება გაისროლონ და, შესაბამისად, ეს დაგვიანებებიც ამის გამოა“.

სისტემის ოპერირებისას რაკეტებზე დახარჯული თანხები ბევრად ნაკლებია, იმ თანხებთან შედარებით, რომელიც სტიქიამ შეიძლება მიაყენოს მოსახლეობას. მიღებული შედეგები გვაჩვენებს, რომ ზარალი ახლა ნაკლებია...
გიგა ინაშვილი

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტაში“გვითხრეს, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა პირველი აპრილიდან უკვე მუშაობს და, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატურ რეჟიმში ამოქმედდება. “დელტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი გიგა ინაშვილი სისტემის ეფექტურობაზე ლაპარაკობს:

„წლევანდელი სეზონის მარაგებში გვქონდა რამდენიმე ათასი რაკეტა, თუმცა კიდევ დამატებით გამოცხადდა სპეციალური ტენდერი სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების შეძენაზე. ეს არის, დაახლოებით, 2 მილიონამდე ლარის ტენდერი. სისტემის ოპერირებისას რაკეტებზე დახარჯული თანხები ბევრად ნაკლებია, იმ თანხებთან შედარებით, რომელიც სტიქიამ შეიძლება მიაყენოს მოსახლეობას. მიღებული შედეგები გვაჩვენებს, რომ ზარალი ახლა ნაკლებია“.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ საქართველოში, დაახლოებით, 25 წლის წინ შეწყვიტა არსებობა. ახალპროექტზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო და სისტემა მწყობრში 2015 წლის მაისში ჩადგა. პირველი სროლები 28 მაისს განხორციელდა. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ინფრასტრუქტურისმოწყობა სახელმწიფოს 15 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG