Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორი იქნება კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ



15 თებერვალს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდნენ. კანონპროექტი კომიტეტზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ წარადგინა. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ სპეციალისტები, უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც მრავლად ჰქონდათ შენიშვნები. არსებულ კანონპროექტში დავიწროებულია კანონის მოქმედების სფერო და შრომის ინსპექცია არ მოიაზრება დამოუკიდებელ ინსტიტუტად, რაც კითხვებს აჩენს მის ეფექტურობასთან დაკავშირებით. ინსპექციის გამართული მუშაობისთვის, სავარაუდოდ, შემაფერხებელი იქნება პროცედურებიც, რისი გავლაც ინსპექტორს მოუწევს კონკრეტული საწარმოს შემოწმებამდე. ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დასაქმების ადგილებზე მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად ახალი კანონის მიღებამდე უფრო გონივრული და ეფექტური არსებული კანონების ეფექტური ამოქმედება იქნებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG