Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრთხე თავშესაფარში


სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში

დაბზარული კედლები და ჭერი, უფუნქციო ფანჯრები, ლიფტი, რომლის მოძრაობისას შენობა ირხევა, დაზიანებულიიატაკი დაელექტროგაყვანილობა, ბუნებრივი აირის გარეშე გატარებული ზამთარი, გრაფიკით და ხშირად მისი დარღვევით მიწოდებული სასმელი წყალი და სხვა პრობლემები აწუხებთ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 6 თვის წინ შესახლებულ ოჯახებს.

საფრთხე თავშესაფარში
please wait

No media source currently available

0:00 0:04:58 0:00
გადმოწერა

80-მდე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი ქალაქის ხელისუფლებამ ყოფილ კავშირგაბმულობის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე შეასახლა. შენობის რეკონსტრუქციისთვის და ერთ, ორ და სამოთახიანი ბინების საყოფაცხოვრებო ნივთებით მოსაწყობად ორ-ნახევარი მილიონი ლარი 2016-2017 წლების ადგილობრივიბიუჯეტიდან გამოიყო. შესახლებიდან რამდენიმე თვეში ბენეფიციარები უკვე მოითხოვენ შენობიდან განსახლებას, რადგან იქ ცხოვრებას სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების თქმით, იმის გამო, რომ შენობა ამ დრომდე არ არის გაზიფიცირებული,საჭმლის მოსამზადებლად, წყლის გასაცხელებლად და ოთახების გასათბობად ელექტროქურებს მოიხმარენ და დიდი თანხის გადახდა უწევთ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კი ელექტროენერგიაში120 – 150 ლარის გადახდა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თავშესაფრის მცხოვრებნი შენობაში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაუცველობაზეც ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ხუთსართულიან შენობაში კიბის ერთი უჯრედია და საევაკუაციო გეგმა საერთოდ არ არსებობს.

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, ჯონი არაბიძის, განცხადებით, სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად სამუშაოების შემსრულებელ სამშენებლო კომპანია „სანოს“ რამდენჯერმე დაევალა ხარვეზების გამოსწორება, თუმცა მათი აღმოფხვრა ბოლომდე ვერ უზრუნველყო. ჯონი არაბიძის განმარტებით, შენობაში შესაბამისი ტექნიკური პირობების არარსებობის გამო ვერ ხერხდება ბუნებრივი აირის შეყვანა. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში შეიქმნება სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც პრობლემების აღმოფხვრის გზებზე იმუშავებს.

სოციალური საცხოვრისი ქუთაისში
სოციალური საცხოვრისი ქუთაისში

სპეციალურ კომისიაში მუშაობის სურვილს გამოთქვამს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარშისამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, „სანოს“, ხელმძღვანელი ლევან ჭანტურიძე. მისი განცხადებით, კომპანიის წარმომადგენლებმა ბინების დათვალიერების შემდეგ პრობლემების ნაწილი აღმოფხრეს, ნაწილი კი არ დადასტურდა.

ქუთაისის ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრისი მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და იქ 350-მდე ბენეფიციარი დროებით, 5 წლის ვადით, ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG