ერთ წელზე ცოტა მეტია, რაც საქართველოში დეფლაციური პროცესი გრძელდება. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2013 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ მინუს 2.1 პროცენტი შეადგინა. ეს იმას ნიშნავს, რომ, წინა წლის თებერვალთან შედარებით, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები 2 პროცენტით შემცირდა. მოსახლეობის ნაწილისთვის ეს შეუმჩნეველია, ექსპერტები კი ხანგრძლივი დეფლაციის შესაძლო უარყოფით შედეგებზე მიუთითებენ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ - 0.3 პროცენტი შეადგინა, რაც ერთი თვის მანძილზე უმნიშვნელო დეფლაციაზე მიუთითებს.
სხვადასხვა შეფასებით, შეიძლება სწორედ ამგვარი საშულო გაანგარიშებით დამდგარი მცირეოდენი გაიაფება შეუმჩნეველია მოქალაქეთა გარკვეული ნაწილისთვის:
“მართალი გითხრათ, დიდად ვერ ვატყობ”.
“ჯერჯერობით ცვლილებებს ვერ ვატყობთ და აწი რა იქნება, ვნახოთ. ერთი პურს შეეტყო - 10 თეთრით გაიაფდა”.
“მე მგონი, ისევ ისე დარჩა, რაც იყო. რაღაცას მოემატა, რაღაცას დააკლდა და, საბოლოო ჯამში, იგივე დარჩა”.
სტატისტიკის სამსახურის კვლევის თანახმად, ძირითადი, მაგრამ მცირედი გაიაფება შეეხება სურსათს, უალკოჰოლო სასმელებს, ტანსაცმელს და ფეხსაცმელს. ასევე ფასები ოდნავ შემცირდა სასტუმრო-რესტორნებში, ტრანსპორტზე, ავეჯსა და ელექტროენერგიაზე. სწორედ ამან გადაწონა ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფი - ერთადერთი პუნქტი, რომელიც ოდნავ გაძვირდა.
ფასების კლების ტენდენციას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ასახელებს თავისი მთავრობისა, რომელიც საქმიანობას სულ რაღაც 4 თვის წინ შეუდგა, დეფლაცია კი ჯერ კიდევ მისი მთავრობის მოსვლამდე გაცილებით ადრე, ერთი წლის წინ დაიწყო.
საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული დეფლაცია რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:
“ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს, დავიწყოთ იქიდან, რომ შარშან მთელი წელი იყო დეფლაციური. გარდა ამისა, წლის ბოლოს მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი იმპორტი სამომხმარებლო საქონლის, რაც იმას ნიშნავს, რომ მიწოდება გაიზარდა. ბუნებრივია, რომ მიწოდების გაზრდამ გამოიწვია დეფლაცია”.
დეფლაციურ პროცესს დადებითად აფასებს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი განცხადებით, თუ მონეტარული წესრიგის პირობებში ხდება ფასების შემცირება, ეს ნორმალურია:
“როდესაც ლაპარაკობენ, ისინი გულისხმობენ ფასების ვარდნას და არა დეფლაციას. დეფლაციას მე ვუწოდებ პროცესს, როდესაც ფულის ბეჭდვის ნაცვლად ფული ამოდის მიმოქცევიდან. ამჟამად ორიენტაცია გვაქვს სტაბილურ, ფულის მასის ისეთ ზრდაზე, რომელზეც არის მოთხოვნა, ამიტომ მონეტარული თვალსაზრისით აქ ყველაფერი მოწესრიგებულია. ფასები თუ იკლებს, - ნორმალურ საზოგადოებაში ფასები უნდა იკლებდეს, - იმიტომ რომ პროგრესია, ვაჭრობა თავისუფალია და ეს ბუნებრივი პროცესია. ფასებმა უნდა დაიკლოს”.
პაატა შეშელიძისგან განსხვავებით, ეკონომიკის ექსპერტების მეორე ნაწილი ხანგრძლივ დეფლაციას, ისევე როგორც მაღალ ინფლაციას, უარყოფითად აფასებს, რადგან ის უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზე. რადიო თავისუფლების არქივში ინახება ამჟამად ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, ადრე ეკონომიკის ექსპერტის, შოთა მურღულიას კომენტარი:
”არც დეფლაცია არის კარგი მოვლენა. ის თუ გაგრძელდა, ეკონომიკურ უკუსვლას ნიშნავს და არა წინსვლას”.
შოთა მურღულიამ ეს განცხადება გასული წლის პირველი ნახევრის ბოლოს გააკეთა - მაშინ, როდესაც დეფლაციური პროცესი რამდენიმე თვის დაწყებული იყო.
ანალოგიურ აზრს გამოთქვამს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსი ზაზა ჭელიძეც.
”დეფლაცია ეკონომიკისთვის ისეთივე ცუდია თავისი გავლენით და ზიანით, როგორც მაღალი ინფლაცია”.
ზაზა ჭელიძის უწყების მონაცემებით, ბოლო თვეებში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება შეიმჩნევა. ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომელიც 2013 წლის იანვარს ასახავს, ეკონომიკის ზრდა 2 პროცენტზე ოდნავ მაღალია, ხოლო ქვეყნის მთავრობის მიერ დაგეგმილი ზრდის მაჩვენებელი ამ ციფრზე სამჯერ მეტი უნდა იყოს.
ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის საჭიროა ზომიერი ინფლაცია - დაახლოებით 5 პროცენტის ფარგლებში.

არც დეფლაცია არის კარგი მოვლენა. ის თუ გაგრძელდა, ეკონომიკურ უკუსვლას ნიშნავს და არა წინსვლას...შოთა მურღულია

დეფლაცია ეკონომიკისთვის ისეთივე ცუდია თავისი გავლენით და ზიანით, როგორც მაღალი ინფლაცია...ზაზა ჭელიძე