Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამრეწეველო პროდუქციის ინდექსი გაიზარდა


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ივნისის სამრეწეველო პროდუქციის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ ინდექსის ცვლილებამ, წინა თვესთან შედარებით, 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 12,3 პროცენტი შეადგინა.

სამრეწეველო პროდუქციის ინდექსი გაიზარდა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:38 0:00
გადმოწერა

რა არის ინდექსი და როგორ გამოიანგარიშება იგი? სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წარმოადგენს მწარმოებელთა მიერ წარმოებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის მაჩვენებელს, საბაზო პერიოდთან შედარებით. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის შემადგენლობაში შედის ორი ქვეინდექსი - სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ადგილობრივი ბაზრისთვის და ექსპორტის ფასების ინდექსი. პირველი ასახავს ქვეყნის მასშტაბით წარმოებული და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ცვლილებას, საბაზო პერიოდთან შედარებით. ექსპორტის ფასების ინდექსი ასახავს საექსპორტოდ წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ფასების ცვლილებას. ფასების შეგროვება ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ საწარმოებში გამოშვებულ პროდუქციაზე.

სწორედ ქვეყნის საწარმოების ანალიზი აჩვენებს, რომ 2017 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინდექსის გაზრდა განპირობებული იყო გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასების 0,6 პროცენტით გაზრდით, რაც ინდექსის ცვლილების მთლიან მაჩვენებელში 0,49 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (1,8 პროცენტი), აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (1,1 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (-3,0 პროცენტი). 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 12,7 პროცენტით, რომლის წვლილმაც ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 10,49 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (39,9 პროცენტი), აგრეთვე კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (11,3 პროცენტი); • ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 8,1 პროცენტით, რამაც 1,15 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში; • სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 16,7 პროცენტით, რაც 0,63 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე.

შესაბამისად, ინდექსის ყოველთვიური ანალიზი და მისი შედარება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, დაახლოებით, 12 %-იან ცვლილებას აჩვენებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია ერთ წელიწადში, დაახლოებით, ამ მაჩვენებლით ძვირდება როგორც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, ისე ექსპორტისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG