Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავს


საპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია

საპროტესტო აქცია, რომელშიც ძირითადად საჯარო მოხელეები, მათი ოჯახის წევრები და მმართველი გუნდის მხარდამჭერები მონაწილეობენ, საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, 5 საათზე დაიწყო. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან პარტიის ლიდერებს არ ელოდებიან და პროცესებს ადგილობრივი ძალებით მართავენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, აქცია არ დაიშლება.

ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამუშაო პროცესი პარალიზებულია. მერიის შენობაში მხოლოდ თანამშრომლებს უშვებენ. შენობის ორივე შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ქალაქში სპეცრაზმია მობილიზებული. ბორჯომის საკრებულოში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოს სხდომაზე 28 თებერვალს მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი არ დამტკიცდა, ამას შენობის პიკეტირება და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. საკრებულოს წევრი და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კვირკველია ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას მოითხოვს და საპროტესტო აქციებით იმუქრება.

ბორჯომში, მეორე დღეა, ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. პოლიტიკურ კრიზისში მყოფი თვითმმართველობა უკან დახევას არ აპირებს, ულტიმატუმის ენაზე ლაპარაკობს მმართველი ძალაც...

დღეს დილიდან მუნიციპალიტეტში მივიდნენ ჩარხისწყალზე მცხოვრებლები. მათ რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლი დაეწვათ, მოქალაქეები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ. საჯარო მოხელეები შენობაში იმყოფებიან, თუმცა სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვთ. მოსახლეობა ვითარებაში გარკვევას და დახმარებას ითხოვს.

ბორჯომში, მეორე დღეა, ადგილობრივ ხელისუფლებას საგანგებო რეჟიმში უწევს მუშაობა. პოლიტიკურ კრიზისში მყოფი თვითმმართველობა უკან დახევას არ აპირებს, ულტიმატუმის ენაზე ლაპარაკობს მმართველი ძალაც. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე აცხადებს, რომ გაწერილი 30 საკითხიდან ყველა მხარდაჭერილია, გარდა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გაზრდის საკითხისა. იგი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვითარების შესაბამისად მოიქცევა.

მერიის თანამშრომლების მოთხოვნა უცვლელია: ისინი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და გუშინ განმეორებით ჩატარებულ სხდომაზე მათ ხელფასებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურად ცნობას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG