Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები აცხადებენ, რომ ხუთი ადამიანი დაიღუპა

ქალაქი ელენოვკა
ქალაქი ელენოვკა

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტები აცხადებენ, რომ, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ელენოვკაში ბლოკპოსტზე თავდასხმის შედეგად.

ამავე წყაროს ცნობით, უკრაინელი სამხედროების მხრიდან გახსნილმა ცეცხლმა 10 სამოქალაქო პირი დაჭრა. კიევი უარყოფს სეპარატისტების ბრალდებას ბლოკპოსტისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ. ადგილობრივი მესაზღვრეების წარმომადგენელი, ანატოლი კოცურბა ამბობს, რომ ბლოკპოსტზე აფეთქება მოხდა, მაგრამ მას არ დაუნახავს საარტილერიო იერიში რომელიმე მხრიდან. უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის ბრძოლამ, რომელიც ორი წელია გრძელდება, 9 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. სეპარატისტები აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ზოგ რაიონს.

This item is part of
XS
SM
MD
LG