Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჩვენ ვართ სოციალური მუშაკები“


სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში
სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში

სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში აქციითა და პერფორმანსით აღინიშნა. აქციის მიზანი სოცმუშაკთა საქმიანობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა იყო. საქმიანობის ამსახველი ტრანსპარანტებით ხელში მეტროსადგურ „რუსთაველთან“ შეკრებილმა რამდენიმე ათეულმა სოციალურმა მუშაკმა მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დაასრულა.

საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორში ათასამდე სოცმუშაკია დასაქმებული. მათი სამუშაო მოიცავს ბენეფიციარების კონსულტაციას, თერაპიას, საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და რესოციალიზაციაში მხარდაჭერას.

სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში
სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში

სოცმუშაკის სტატუსი საქართველოში პირველად 2000 წელს გაჩნდა, როდესაც დიდი მოცულობის ბავშვთა სახლების ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა და ბავშვთა სახლები დაიხურა. დღეს სოციალური მუშაკები მუშაობენ ბავშვებთან და ოჯახებთან, კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან, ძალადობის მსხვერპლებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ხანდაზმულებთან და სხვა.

სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში
სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში

ყველაზე გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით, სოცმუშაკები სოციალურ აგენტებში ერევათ ხოლმე. თუ სოციალური აგენტი ოჯახის მატერიალური მდგომარეობის შეფასებას იძლევა, სოციალური მუშაკები ოჯახების გაძლიერებაზე მუშაობენ. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური დახმარება, სამუშაო უნარების გამომუშავებასა და სამუშაოს მოძებნაში მხარდაჭერა, სოციალური უნარების ამაღლება და სხვა.

სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში
სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში

სოციალური მუშაკების გამოჩენიდან დღემდე ვერ შეიქმნა კანონი სოცმუშაკთა საქმიანობის თაობაზე. განმარტებები სოცმუშაკთა მოვალეობის შესახებ სხვადასხვა კანონშია გაბნეული. საკანონმდებლო ინიციატივა ახლა მუშავდება. სოცმუშაკთა აქტიური ჩართვით გადაწყდა, რომ კანონის შემუშავებაში მათაც მიიღონ მონაწილეობა.

სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში
სოცმუშაკთა საერთშორისო დღე თბილისში

მიუხედავად იმისა, რომ სოცმუშაკთა საქმიანობა წლების განმავლობაში იხვეწებოდა, მთავარ პრობლემად მაინც სფეროში დასაქმებულთა დაბალი ანაზღაურება და სოცმუშაკთა არასაკმარისი რაოდენობა რჩება.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG