Accessibility links

უკრაინელი დედები ომზე


2-7 მარტს თბილისში, საქართველოში ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის კოორდინატორ ალექსანდრე რუსეცკის მოწვევით, იმყოფებოდა უკრაინელ ქალთა დელეგაცია. მის შემადგენლობაში იყვნენ: ალლა მაკუხი, უკრაინელი დედების კავშირ „ბერეჰინიას“ ხელმძღვანელი, ელენა სუჰაკი, უკრაინელი დედების კავშირ „ბერეჰინიას“ წევრი, ტატიანა სირენკო, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ბლაკიტნი პტახ“-ის წარმომადგენელი და ოლგა ვოლინსკა, უფლებადაცვითი ორგანიზაცია „სიჩისა“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფორპოსტის“ წარმომადგენელი. ალლა მაკუხის ვაჟი ოლექსანდრ მაკუხი, რომელმაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების ტყვეობაში თითქმის სამი თვე გაატარა, 2016 წელს გაათავისუფლეს. ელენა სუჰაკის ვაჟს - რუსლან სუჰაკს კი უკვე სამ წელიწადზე მეტია ელოდება ოჯახი. დროდადრო მიღებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის სეპარატისტთა ტყვეობაშია. უკრაინელი ქალების თბილისში ვიზიტის მიზანი იყო ქართველ დედებთან შეხვედრა და მათი გამოცდილების გაზიარება საომარი მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საქმეში. „ქედს ვიხრით ქართველი დედების წინაშე!“, - აცხადებენ უკრაინელი სტუმრები ქართველი დედების კავშირ „მოლოდინის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ. უკრაინელ ქალთა დელეგაციას რადიო თავისუფლებამაც უმასპინძლა. მოისმინეთ ქალების ნაამბობი ომზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG