Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საქმეების გამოძიების დაწყების კვირა


ამ კვირაში საქართველოს სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ის საბჭოთა პერიოდში რეპრესირებულ მუსლიმთა, კათოლიკეთა, გრიგორიანელთა და იუდეველთა კონფესიებს მართლმადიდებელი ეკლესიის მსგავსად დააფინანსებს. მათთვის ბიუჯეტიდან გაიცემა 4,5 მილიონი ლარი, რომელსაც ისინი პროპორციულად მიიღებენ. მთავრობას ეს გადაწყვეტილება მოუწონეს სხვა კონფესიების წარმომადგენლებმაც, თუმცა საკუთრივ თავიანთი კონფესიების მიმართ ის დისკრიმინაციად შეაფასეს. ამ კვირაშივე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გაემგზავრა მიუნხენში, სადაც შეხვედრები გამართა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებთან, გაეროსა და ეუთოს გენერალურ მდივნებთან, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ამერიკელ სენატორებსა და კონგრესმენებთან. თუმცა კვირის ყველა მოვლენა 29 იანვარს გავრცელებულმა ვიდეომასალამ გადაფარა.

please wait

No media source currently available

0:00 0:07:16 0:00
გადმოწერა
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG