მასობრივი გამოსვლებს არაერთ ქვეყანაშიძალა დაუპირისპირეს, დაიწვა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, უკრაინის პრეზიდენტი გახდა კომიკოსი, რომელიც შემდეგ აშშ-ის საშინაო პოლიტიკური დისპუტში ჩაითრიეს. თინეიჯერი გოგონას შთაგონებით აქციები იმართებოდა, რასაც მოჰყვა აზრთა სხვადასხვაობა კლიმატის ცვლილებაზე მისი მოწოდებების გამო. 2019 წლის ამ დიდი მოვლენების ფოტოები.
2019 წელი ფოტოებით
21
ტყის ხანძარი საფრთხეს უქმნის რუსეთის ირკუტსკის რეგიონის სოფელ მელნიჩანაია პადს, 27 მაისს. მოხალისეებმა შეძლეს ხანძრის შეჩერება, ბავშვთა საზაფხულო ბანაკზე რომ არ გავრცელებულიყო.
22
გეი-აღლუმის მონაწილე ქალი ბუქარესტში, რუმინეთში, 22 ივნისი.
23
Boeing 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავები ვაშინგტონის შტატში, სიეტლის Boeing Field-ის აეროპორტზე, 1 ივლისს. ავიაციის მესვეურებმა შეაჩერეს ამ ტიპის თვითმფრინავებით რეისები მას მერე, რაც კონსტრუქციისას დაშვებულ შეცდომას დაბრალდა ორი კატასტროფა.
24
ინგა კუდრაჩოვა ყვირის, როცა პოლიცია ცდილობს დააპატიმროს მისი მეგობარი, ბორის კანტოროვიჩი, - ანტისამთავრობო გამოსვლისას, მოსკოვში, 27 ივლისი.
25
ადამიანები ხელში მობილური ტელეფონებით მასობრივი მკვლელობის მსხვერპლის გვარების წაკითხვისას ტეხასში, ელ პასოში, Southwest University Park-ის სტადიონზე გამართულ ხსოვნის ცერემონიაზე 14 აგვისტოს.
26
ქუჩის პირას მდგომი ქალი სირიის ქურთულ ქალაქ რას ალ-აინთან, თალ თამრში, თურქეთის საზღვრის მახლობლად, 16 ოქტომბერს. კვამლით ცდილობდნენ ქურთულ არეალებზე თავდასხმისას თურქეთის თვითმფრინავებისთვის ხილვადობაში ხელი შეეშალათ.
27
ინდუისტი ქალები ლოცვას აღავლენენ დაბინძურებულ მდინარე იამუნაში რელიგიური დღესასწაულის, ჩათჰ პუჯას, დროს, ნიუ დელიში, 3 ნოემბერს.
28
ახალგაზრდა შვედი ბუნების დამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის, გამოსახულება კედელზე, სან ფრანცისკოში, აშშ, 12 ნოემბერი. ნახატი შეასრულა არგენტინელმა მხატვარმა ანდრეას იგლესიასმა.
29
პოლიციის სპეცრაზმი ცრემლმდენ გაზს იყენებს ბოლივიის ექს-პრეზიდენტის, ევო მორალესის, მომხრეთა და პოლიტიკური ვითარებით უკმაყოფილო ადგილობრივი მოქალაქეების დასაშლელად ლა პასში გამართული დემონსტრაციის დროს, 13 ნოემბერი.
30
პოლიციის სპეცრაზმელი ფეხით თელავს ქოლგას, რომელსაც დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტები იყენებდნენ შეტაკების დროს, 18 ნოემბერს, ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან.