Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ზუგდიდელები სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ


ზუგდიდი
ზუგდიდი

სავიზო ლიბერალიზაციის აღსანიშნავად ზუგდიდში, ისევე როგორც სამეგრელოს სხვა დიდ ქალაქებში, ევროკავშირის დროშები გამოფინეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. ასე შეხვდა ქალაქი ევროკავშირის 30 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის დაწყების თარიღს. სიახლის მიმართ პოზიტიურია მოსახლეობის განწყობაც.

რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდში გამოკითხული რესპონდენტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სავიზო ლიბერალიზაცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოქალაქეებს იმოგზაურონ ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ნაწილის აზრით კი, მათთვის არაფერი შეიცვლება, რადგან სხვა ქვეყნებში მოგზაურობისთვის ფინანსები არ აქვთ:

გადმოწერა

„ისევე როგორც მე, რა თქმა უნდა, ყველა მოხარულია ამ ფაქტით. ვფიქრობ, რომ კმაყოფილია ყველა ჩვენი მოქალაქე, ესე თავისუფლად რომ შეგვეძლება მიმოსვლა მეგობრებთან, საქმეზე, სამოგზაუროდაც და რა ვიცი, კმაყოფილი ვარ“;

ზუგდიდიდან რომ გდომოდათ წასვლა სხვა ქვეყნებში, ჯერ გიწევდათ თბილისში გამგზავრება, უნდა ჩაგებარებინათ საელჩოში პასპორტი, უნდა გადაგეხადათ 35-დან 65 ევრომდე, შემდეგ 30 დღის განმავლობაში მიიღებდით ვიზას და ა.შ...
გიორგი გოგუაძე

„ცალსახად კარგია, მაგრამ გლეხებისთვის, ღარიბი ხალხისთვის არაა ხელსაყრელი. ეს კარგია ისევ ბიზნესმენებისთვის, მინისტრებისთვის და იმათთვის, ვინც სწავლობს და კვალიფიკაციის ამაღლება უნდა. ასევე, იმათთვისაც კარგია, ვინც ტურისტულად მოგზაურობას აპირებს და თანხა აქვს ამისათვის. ჩემთვის არაა ხელსაყრელი“;

„ნამდვილად მისასალმებელია და აუცილებელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის. მართლაც რომ, ძალიან კარგი მიღწევებისა და წინსვლის საწინდარი იქნება. მე ასე ვფიქრობ და, ალბათ, უმრავლესობაც ასე ფიქრობს. მე ახლაც ვიმოგზაურებ, სადაა საშუალება, თორემ დიდი სიამოვნებით მოვივლი რამდენიმე ევროპულ ქვეყანას“;

„ეს ქვეყანაში ძალიან ბევრ პროცესს შეუწყობს ხელს, თუმცა მთავარია მოსახლეობამ გამოიყენოს სწორი მიმართულებით და რაღაცა ბოროტულად არ გამოვიყენოთ შემდგომში. სხვათა შორის, მივდივარ მაისში პოლონეთში და მიხარია ძალიან“;

„მე შარშან ვიყავი და შეიძლება წელსაც წავიდე. ყოველ შემთხვევაში, ერთი შესვლა შენგენში მქონდა, ნუ, მოკლევადიანი, მაგრამ მაინც. ამ პირობებით, ალბათ, უფრო ხელსაყრელი იქნება ჩემთვის“, - აცხადებენ რესპონდენტები.

სავიზო ლიბერალიზაციის დაწყებას ზუგდიდში წინ უძღოდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოში ფინეთის ელჩი ესწრებოდა. მან ზუგდიდელებს უვიზო მიმოსვლის დაწყება მიულოცა და საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე ესაუბრა. არია მაკონენმა დაიწყო, იმით, თუ რა გზა განვლეს, ვიდრე 1995 წელს ფინეთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდებოდა, რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული ერთგვარი ადაპტაციის პერიოდი და როგორ ვითარდებოდნენ წლების მანძილზე.

ზუგდიდი
ზუგდიდი

შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ განუმარტა შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის წესები „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელმა გიორგი გოგუაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ტექნიკურ დეტალებზე, ისაუბრა იმაზე, თუ რა შემთხვევებში შეიძლება ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს თავიდან ავიცილოთ:

„ზუგდიდიდან რომ გდომოდათ წასვლა სხვა ქვეყნებში, ჯერ გიწევდათ თბილისში გამგზავრება, უნდა ჩაგებარებინათ საელჩოში პასპორტი, უნდა გადაგეხადათ 35-დან 65 ევრომდე, შემდეგ 30 დღის განმავლობაში მიიღებდით ვიზას და ა.შ.“

ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, პროცედურულად, ფინანსურად და დროის კუთხით მოქალაქეები შვებას იგრძნობენ დღეიდან, რაც ერთ-ერთი მთავარი დადებითი მხარეა უვიზოდ მიმოსვლისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG