Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი „ომის მახეში“ და მშვიდობის შესაძლო საფასური

უკრაინის ქალაქ ბახმუტის ნანგრევები. იქ ომამდე 70 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი 2023 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. (არქივი)
უკრაინის ქალაქ ბახმუტის ნანგრევები. იქ ომამდე 70 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ქალაქი 2023 წლიდან რუსეთის კონტროლის ქვეშაა. (არქივი)

როდესაც 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო, ბევრი აფრთხილებდა ვლადიმირ პუტინს, რომ თავდასხმა, რომელიც, მისი მტკიცებით, რუსეთის უსაფრთხოების განმტკიცებას ისახავდა მიზნად, პირიქით, მას დააყენებდა საფრთხის ქვეშ. ახლა კი, ომში ჩაფლულ ქვეყანაში, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მშვიდობამ შესაძლოა დიდი რისკები წარმოშვას – განსაკუთრებით თავად პუტინისთვის.

ეკონომიკა, რომელიც იკვებება ბრძოლით

ტელეეკრანებიდან საკლასო ოთახებამდე - დასავლეთთან ცივილიზაციური დაპირისპირების ყოვლისმომცველი ნარატივი.

ომით მძიმედ დასახიჩრებული ათასობით ჯარისკაცი, რომელთაგან ზოგიერთი მოძალადე მსჯავრდადებული იყო, ციხიდან გამოშვებული, რათა ებრძოლა უკრაინაში, ყველაზე სისხლიან ბრძოლებში და რომლებიც დაუბრუნდნენ ქალაქებს და სოფლებს მთელ რუსეთში - ასეთი სახე აქვს დღეს ომს რუსეთში.

ასეთიც:

ამ თვის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გამართულ საჩვენებელი ეკონომიკურ ფორუმის დროს მისი მშობლიური ქალაქის მახლობლად ნავთობის ობიექტებზე უკრაინის დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად ცამდე ასული შავი კვამლი იმ წარუმატებლობის მკაფიო სიმბოლო იყო, რომელიც რუსეთს სრულმასშტაბიანი შეჭრის - რომელიც, მისი იმედით, კიევს რამდენიმე კვირაში დააჩოქებდა - მეხუთე წელს დაატყდა თავს.

უკრაინის ეს და სხვა თავდასხმები რუსეთის სიღრმეში მუდამ შეახსენებს მოსკოვს, რომ პუტინის ნებისმიერი მთავარი საომარი მიზნის მისაღწევად, როგორიცაა, თუნდაც უკრაინის დონბასის რეგიონის მთლიანად დაკავება, მის ძალებს ბრძოლის გაგრძელება მოუწევთ.

ფორუმზე ნაკლებად თვალსაჩინო იყო შიდა პრობლემების ერთობლიობა, რაც პუტინისთვის მის მიერ დაწყებული ომის დასრულების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს.

ეს არის ქსელი, რომელიც მან თავად მოქსოვა და რომლის დარღვევაც, ანალიტიკოსების თქმით, პრეზიდენტის თუ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მეოთხედ საუკუნეზე მეტი ხნის ყოფნის შემდეგ, რთული იქნება რუსეთისთვის და მისი პოლიტიკური პოზიციისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეების შექმნის გარეშე.
პუტინმა, ფაქტობრივად, შექმნა ურჩხული.

ან, როგორც პოლიტოლოგებმა სევა გუნიცკიმ და ჯერემი მორისმა ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნეს, ის „ომის მახეში გაება, რომლის დაშლაც... ადვილად არავის შეუძლია“.

„ჩვენ ვსაუბრობთ ჩრდილოვან ეკონომიკაზე, შრომის ბაზრებზე, რეგიონულ ბიუჯეტებზე, თუნდაც ქვეყნის შიგნით არსებულ სოციალურ იერარქიაზე - ყველაფერი კონფლიქტის გარშემოა განლაგდა“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას გუნიცკიმ, ტორონტოს უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების ჯორჯ იგნატიევის სახელობის კათედრის ხელმძღვანელმა. „ამ გაგებით, ეს გახდა ეროვნული ინსტიტუციური და ეკონომიკური წესრიგი, რომლის ინერციაც პუტინსაც კი ზღუდავს“.

„მისი შეჩერება ეკონომიკურ შერყევას, სოციალურ არეულობას და შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისსაც კი ნიშნავდეს, რომლისთვისაც რეჟიმი უბრალოდ არ არის მზად“, - თქვა მან.

სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, მთელი რეგიონები, მრეწველობის დარგები და მოსახლეობის შრეები გახდნენ დამოკიდებული ომთან დაკავშირებულ ფულის ნაკადებზე, დაწყებული მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ ჯარში გაწვეული კაცებით და დამთავრებული იარაღის მწარმოებლებით.

ეს ფულადი ნაკადები „ფართო მოსახლეობისთვის სასარგებლო არ არის. თუმცა, იმ სექტორებისთვის, რომლებიც მათზეა დამოკიდებული - მაგალითად, იარაღის წარმოება, რომელიც მილიონობით ადამიანს ასაქმებს - კონფლიქტის გაგრძელება აუცილებელია“, - თქვა გუნიცკიმ. „ნებისმიერი დარღვევა ძლიერი დესტაბილიზაციის გამომწვევი იქნება“.

სანამ მოსკოვი იწვის, რუსეთში საწვავის კრიზისი ღრმავდება

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.

დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.
1/8 მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან კვამლი ამოდის 18 ივნისს უკრაინული დრონის თავდასხმის შემდეგ.

დარტყმა მოხდა იმ დროს, როდესაც ოკუპირებული ყირიმისა და დონეცკის ტერიტორიებიდან საწვავის კრიზისმა თავი თავად რუსეთშიც იჩინა.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ  ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.
2/8 ავტომობილების მძღოლები დონეცკში, საწვავის რიგში დგანან, 16 ივნისი.

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ათეულობით რეგიონსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საწვავის ყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
„ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.

რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად,  ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.
3/8 „ტატნეფტის“ (Tatneft) ბენზინგასამართი სადგური მოსკოვში, 16 ივნისი.

რუსულმა ნავთობმწარმოებელმა კომპანიამ ახლახან მთელი რუსეთის მასშტაბით თავის ასობით ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის გაცემის შეზღუდვა შემოიღო. თითო მყიდველს, ერთჯერადად, ყველაზე ბევრი 30 ლიტრი ბენზინის შეძენის უფლება აქვს.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.

მანქანების რიგი ბენზინგასამართ სადგურთან დონეცკში, 16 ივნისი.

18 ივნისს, სანამ თავდასხმა მოხდებოდა მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, აშშ-ში ბაზირებული კვლევითი ორგანიზაცია Energy Intelligence-ი ვარაუდობდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად მწყობრიდან იყო გამოსული რუსეთის ნავთობის გადამუშავების სიმძლავრეების დაახლოებით მესამედი. გამოცემის თანახმად, ნავთობის გადამუშავების მოცულობა ქვეყანაში ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
4/8

დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.
5/8 დაკეტილი ბენზინგასამართი სადგური ევპატორიაში, ყირიმი, 11 ივნისი.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის მარაგი ფაქტობრივად ამოიწურა უკრაინული „საშუალედო დარტყმების“ (middle strike) კამპანიის ფონზე, რომლის სამიზნეც ნახევარკუნძულზე საწვავის ცისტერნები და სხვა ლოგისტიკური ტექნიკა იყო.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.
6/8 ფეხით მოსიარულეები ჩაუვლიან დაკეტილ ავტოგასამართ სადგურს ევპატორიაში, 11 ივნისი.

რუსეთის კრასნოდარის მხარის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის დეფიციტი კიდევ უფრო გაამწვავა იმ გარემოებამ, რომ ყირიმიდან ჩასული მძღოლები ავზებს რუსეთის ამ რეგიონში ავსებენ და ნახევარკუნძულზე ისე ბრუნდებიან.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
საწვავის პისტოლეტები წარწერით: „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.
7/8 საწვავის პისტოლეტები წარწერით: „ბოდიში, მიმდინარეობს შეკეთება“. ყაზანის ბენზინგასამართი სადგური, 16 ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 18 ივნისს „სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის“ (ASEAN) სამიტის მასპინძლობისთვის ყაზანში იმყოფებოდა და მოსკოვის დარტყმებზე არაფერი უთქვამს.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.

კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.
8/8 რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი ASEAN-ის სამიტზე, 18 ივნისი.

კრემლის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ყაზანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კატეგორიულად არასწორია“ მტკიცება, თითქოს უკრაინის კონფლიქტი კიევის სასარგებლოდ იცვლება.
18 ივნისს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებული მასშტაბური უკრაინული დარტყმა კიდევ უფრო გაართულებს საწვავის მზარდ დეფიციტს, რომელიც მთელ რუსეთს მოედო.
Previous slide
Next slide

„ნელი სისხლდენა“

საბრძოლო მოქმედებების დასრულება ბევრ ჯარისკაცს დააბრუნებდა შინ გაურკვეველი მომავლით, მათ შორის მსჯავრდადებულებს, რომლებიც თავისუფლების სანაცვლოდ შეუერთდნენ ჯარს.

ციხისა და ომის ვეტერანებმა უკვე ჩაიდინეს ძალადობრივი დანაშაულების მთელი სერია ყველგან რუსეთში.

„რუსეთი ორივე შემთხვევაში იხდის საფასურს - თუმცა ეს სრულიად განსხვავებული სახის საფასურებია“, - თქვა გუნიცკიმ.

„ომის გაგრძელების საფასური ნელი და არასტაბილურია: ინფლაცია, მუშახელის დეფიციტი, მშვიდობიანი მოსახლეობის სტაგნაცია.

ომის შეჩერების ხარჯები მყისიერია და ერთბაშად გაჩნდება: "მასობრივი უმუშევრობის, ვეტერანთა კრიზისის და თავდაცვის მრეწველობის პოტენციური კოლაფსის“ სახით.

„ისტორიულად, რეჟიმები მწვავე კრიზისს თითქმის ყოველთვის ნელ სისხლდენას არჩევენ” - თქვა მან. აქამდე პუტინმა იგივე არჩევანი გააკეთა -- ან, ყოველ შემთხვევაში, კურსის ნებისმიერი ცვლილება გადადო.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლი პუტინს მტკიცე და აქტიურ ადამიანად წარმოაჩენს, რუსეთის ექსპერტი მარკ გალეოტი მას აღწერს, როგორც „გულხელდაკრეფილ ადამიანს“, რომელიც მუდმივად აჭიანურებს დიდი გადაწყვეტილებების მიღებას.

გარდა ამისა, პუტინს შეიძლება ეშინოდეს, რომ საბრძოლო მოქმედებების ახლავე შეჩერება მას ბევრს არაფერს დაუტოვებს საჩვენებლად თითქმის ხუთწლიანი ყოვლისმომცველი ომის შემდეგ, რომელშიც რუსეთის ძალებმა შეზღუდულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა უზარმაზარი დანაკარგები განიცადეს - ბრიტანული დაზვერვის მიერ მაისში გამოქვეყნებული შეფასებით - თითქმის 500 000 ადამიანია დაღუპული.

დამოკლეს მახვილი

ბევრი დაღუპულია დონბასში, - ხანგრძლივი, გამომფიტავი, სისხლიანი ბრძოლების დროს. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში ქალაქები ნანგრევებადაა ქცეული.

პუტინი უსაფუძვლოდ აცხადებს, რომ ეს ორი რეგიონი, ასევე ყირიმი, ზაპოროჟიე და ხერსონი ახლა რუსეთის შემადგენლობაშია, რითაც საკუთარ სახელმწიფოზე ზეწოლას ახდენს იმ მიზნით, რომ ისინი მთლიანად აკონტროლოს.

„თუ სამშვიდობო შეთანხმების გასაღება შეუძლებელი იქნება გამარჯვებად, ეს დიდი დაძაბულობას შექმნის“, - უთხრა გუნიცკიმ რადიო თავისუფლებას.

„ნებისმიერმა შეთანხმებამ - თუნდაც ცეცხლის შეწყვეტამ - პუტინს უნდა მისცეს საშუალება, წარმოაჩინოს ის, როგორც დამაჯერებელი გამარჯვება, ან სულ მცირე, დამაჯერებელი პირველი ნაბიჯი მისკენ“, - თქვა მან.

ეს შეიძლება იყოს მთავარი მიზეზი, რის გამოც პუტინს, როგორც ჩანს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ დონბასის დარჩენილი ნაწილი, სულ მცირე, ძალის, ან დიპლომატიის გამოყენებით ხელში ჩაიგდოს: კრემლმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარის გაყვანა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაწილიდან, რომელსაც კიევი კვლავ ფლობს, მოლაპარაკებების წინაპირობაა.

კიევის მახლობლად, ბუჩის ოკუპაციის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული უცნობი პირების საფლავები.
კიევის მახლობლად, ბუჩის ოკუპაციის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ მოკლული უცნობი პირების საფლავები.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსების უმეტესობა ომს სამშვიდობო მოლაპარაკებები ურჩევნია. ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ პუტინს შეუძლია გამარჯვებად, ან სულ მცირე, წინასწარ გამარჯვებად წარმოადგინოს თითქმის ნებისმიერი შედეგი.

„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს აქვს მშვიდობის გამოცხადების შესაძლებლობა“, - თქვა გალეოტიმ 14 ივნისს თავის პოდკასტში: მას შეუძლია თქვას, რომ ფრონტის ხაზებზე პოზიციები გაყინულია, მაგრამ შეტევის განახლების პერსპექტივა შეინარჩუნოს, როგორც „დამოკლეს მახვილი, რომელიც უკრაინის და შესაბამისად, დასავლეთის თავზე ჰკიდია“.

„რუსეთში... ელიტის გარკვეულ ელემენტებში, განსაკუთრებით ბიზნეს და ტექნოკრატიულ ელიტებში, აშკარად მიმდინარეობს პუტინის დარწმუნების კამპანია, რომ მას შეუძლია უბრალოდ ტრიუმფის გამოცხადება და ომის დასრულება“, - თქვა მან და დასძინა, რომ პუტინმა, რომელმაც ძალაუფლება შეინარჩუნა მთავრობასა და უსაფრთხოების სტრუქტურებში მეტოქე ბანაკების ერთმანეთთან დაპირისპირებით, „ეს აშკარად დაუშვა“.

„ამგვარად, პუტინი მზადაა დებატებისთვის, თუმცა ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს დებატები მის აზრს ცვლის: ამჟამად ის ან კვლავ უჭერს მხარს „ქორების“ მოსაზრებას“, რომ რუსული ძალები წელს დონბასის დანარჩენ ნაწილს დაიკავებენ თუ ისინი გააგრძელებენ მოქმედებას, „ან, სულ მცირე, ალტერნატიულმა არგუმენტმა ვერ დაარწმუნა,” - მსჯელობს გალეოტი. „და რადგან პუტინი რაიმე სახის გადაწყვეტილებას არ იღებს, სტატუს კვო არ იცვლება, ამიტომ ომი გრძელდება“.

„პუტინის ახალი ტიპის პრობლემა“

ლონდონის კინგს კოლეჯის რუსეთის ინსტიტუტის პროფესორმა სემ გრინმა ასევე ილაპარაკა პერსპექტივაზე, რომ პუტინს პოტენციურად შეუძლია სცადოს როგორც „ქორების“, ასევე „მტრედების“ - ან გრინის მსგავსი ტერმინებით რომ ვთქვათ, „დათვებისა და მელიების“ - დაშოშმინება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევით, „რომლის ფარგლებშიც რუსეთი შეინარჩუნებს პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპა მობილიზებული დარჩება მოსკოვის შესაკავებლად და მისთვის წინ აღსადგომად“.

„ამან შესაძლოა დააკმაყოფილოს „მელიები” ომის ხარჯების შემცირებით და „დათვებიც,“ რომლებიც მიიღებენ სამხედრო ინვესტიციებს და პოლიტიკურ გავლენას რუსეთში, რომელიც კვლავ მზად იქნება კონფლიქტისთვის“, - წერს გრინი.

ეს ასევე ნაკლებად იქონიებს ზეგავლენას კრემლის წარმოდგენაზე ომის შესახებ როგორც რუსეთის განადგურებისთვის მომართული უზნეო დასავლეთის წინააღმდეგ ეგზისტენციალური ბრძოლის ნაწილზე.

ეს ნარატივი საზოგადოებას ყველა დონეზე მოახვიეს თავს.
თუმცა, გრინის აზრით, “ფრთხილი პუტინის” ყველაზე სავარაუდო კურსი „ომის გაგრძელებაა.“ „მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ვარიანტი კრემლს არაფერი უჯდება”.

მიუხედავად იმისა, რომ „არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც პუტინისთვის ომის გაგრძელება უფრო ადვილია, ვიდრე მისი დასრულება“, - წერს ის, რუსული ელიტის ორივე ჯგუფი - ომის გაგრძელების მომხრეები და ისინი, ვინც მშვიდობას ამჯობინებს - შექმნილი ვითარების გამო იმედგაცრუებული არიან.

„სულ უფრო ხშირად ჩანს, რომ არცერთი ბანაკი არ თვლის, რომ ომის გაგრძელება მათ ინტერესებს ემსახურება“, - წერს გრინი. მიუხედავად იმისა, რომ მათ დიდი უთანხმოება აქვთ მომავლის თაობაზე, „ისინი სულ უფრო მეტად თანხმდებიან, რომ აწმყო ერთდროულად არამდგრადი და არასასურველია. და ეს უქმნის პუტინს ახალი ტიპის პრობლემას.

XS
SM
MD
LG