ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა სიები წარმოადგინა

საარჩევნო სია

საქართველოს ცსკ-მ ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონიტორინგის შედეგთა პრეზენტაცია გამართა. კომისიის მონაცემებით, სიაში არსებული ხარვეზი 1%-ს არ აღემატება. ცსკ-ის ცნობით, ამჟამად საქართველოში 3 მილიონ 544 ათას 770 ამომრჩეველია და ეს რაოდენობა 30 მაისის არჩევნებამდე აღარ შეიცვლება. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებით, სიების შედგენისას გათვალისწინებული იყო მონიტორინგის დროს ოპოზიციური პარტიების მიერ აღმოჩენილი ყველა უზუსტობა.