კრისტიან დანიელსონი საქართველოდან გაემგზავრა

საქართველოდან გაემგზავრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდა "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევას ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.

12 მარტიდან, დანიელსონმა ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა არაერთი შეხვედრა როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად. პროცესში მონაწილეობდნენ ევროკავშირის და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი. თბილისში გამართულ ბოლო, ერთობლივ შეხვედრაზე, რომელიც 18 მარტს, დღის სამი საათისთვის დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა, მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ასევე ნახეთ შეთანხმება ვერ შედგა - დანიელსონის თქმით, საკითხების ნაწილზე ნაკლები პროგრესი იყო მიღწეული

მთავარი, რასაც ოპოზიცია მოითხოვს, პოლიტპატიმრების - ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. "ქართული ოცნება" პოლიტიკური მართლმსაჯულების არსებობას უარყოფს და ვერც ვადამდელი არჩევნების საფუძველს ხედავს, რის დასტურადაც მოჰყავს თავად ევროკავშირის შეფასება. ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ასევე ნახეთ მინაშვილი: დავხატეთ გამოსავალი - პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და სამართლიანი არჩევნები
ასევე ნახეთ გიგა ბოკერია: ვერც ერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, რაც საჭირო იყო
ასევე ნახეთ ჯაფარიძე: პროცესი არც კი მისულა იქამდე რომ განხილულიყო ოპოზიციის ხედვები და პოზიციები
ასევე ნახეთ გიორგი ვაშაძე შეუთანხმებლობაში ადანაშაულებს „ქართულ ოცნებას“
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძე:  გამოჩნდა ის, რომ თვითმიზანი იყო ოპოზიციისთვის ამ მოლაპარაკებების ჩაშლა

ევროკავშირის მაღალჩინოსანი, შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი 12 მარტიდან აგრძელებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ინიციატივით და მისი პირადი მონაწილეობით 1 მარტს, თბილისში დაწყებულ მედიაციის პროცესს. განსახილველ საკითხებს შორის იყო სასამართლოს და საარჩევნო სისტემის რეფორმაც.