ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთს ეწვევა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რომლის შემდეგ გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ერევანში მიემგზავრება ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

ასევე ნახეთ სომხეთის პარლამენტის დათხოვნამ  გზა გაუხსნა ვადამდელ არჩევნებს