ოთხი ტელეარხი ერთობლივ დებატებს სთავაზობს კალაძეს, მელიას და გახარიას

გიორგი გახარია, კახა კალაძე, ნიკა მელია.

ტელეკომპანიები „ფორმულა", „მთავარი არხი", „ტვ პირველი" და „კავკასია" საჯაროდ იწვევენ დებატებზე თბილისის მერობის სამ კანდიდატს, რომლებიც, მათი განცხადებით, ბოლო გამოკვლევების თანახმად, მნიშვნელოვანი უპირატესობით ლიდერობენ.

ეს კანდიდატები არიან: კახა კალაძე („ქართული ოცნება"), ნიკა მელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციის ნაწილი) და გიორგი გახარია („საქართველოსთვის").

სამივე კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, დებატები გაიმართება ოთხივე არხის ერთიან ეთერში, 28 სექტემბერს, 22:00 საათზე.

გიორგი გახარიამ 2 სექტემბერს კახა კალაძე და ნიკა მელია დებატებში გამოიწვია.

ასევე ნახეთ გიორგი გახარია კახა კალაძეს და ნიკა მელიას დებატებში იწვევს

კახა კალაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ მხოლოდ გახარიასა და მელიასთან დებატებზე თანახმა არ არის.

„კახა კალაძე დაუჯდება ყველას აბსოლუტურად, ამის შესაძლებლობა იქნება, შეიქმნება შესაბამისი პლატფორმა, გვექნება შესაძლებლობა, როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებშია, წარიმართოს დებატები", - თქვა თბილისის მერმა.