აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10,3%-ით გაიზარდა - წინასწარი მონაცემები

მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10,3 პროცენტით გაიზარდა. ეს საქსტატის წინასწარი მონაცემებია.

უწყების ინფორმაციით, 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12 პროცენტია.

2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ვაჭრობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
  • კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგებში.

სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ფასები 12,8 პროცენტით არის გაზრდილი. მანამდე მინიმუმ 30 თვის განმავლობაში საქართველოში ამხელა წლიური ინფლაცია არ ყოფილა.

მაღალი ინფლაციის გამო 1 სექტემბრიდან რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს სესხზე პროცენტი გაეზარდა.

საქართველოში ფასების გაზრდა დროში დაემთხვა კორონავირუსის პანდემიას, პარალელურად მცირდებოდა ეკონომიკაც. თუმცა საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წლის მარტიდან დაიწყო, როცა ქვეყანაში კოვიდრეგულაციების ძირითადი ნაწილი შემსუბუქდა.

ასევე ნახეთ ირაკლი ღარიბაშვილი: გვახარებს, რომ ეკონომიკა დუღს და მუშაობს

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ასე იზრდება: